დღის ფოტო: ნადეჟდა სავჩენკოს პირველი დღე რადაში

დღის ფოტო: ნადეჟდა სავჩენკოს პირველი დღე რადაში

31 მაისს, რუსეთში ორწლიანი პატიმრობიდან სამშობლოში დაბრუნებული ნადეჟდა სავჩენკო, უმაღლეს რადაში პირველად გამოცხადდა. სამხედრო მფრინავი, დეპუტატი და "ბატკივშინას" წევრი (იულია ტიმოშენკოს პარტია).

სავჩენკომ ტრიბუნასთან დაღუპულ გმირებზე ისაუბრა: "არ მოგცემთ უფლებას მათ, ვინც უმაღლეს რადაში სავარძლებში მოკალათებულხართ, დაივიწყოთ ის ბიჭები, რომლებმაც დაიწყეს ბრძოლა კიევის მაიდანიდან და ასრულებენ სიცოცხლეს დონბასში" - აღნიშნა სავჩენკომ ტრიბუნასთან, სადაც უკრაინის დროშით ხელში ავიდა.

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ, მან ჩამოხია პლაკატი მისი გამოსახულებით და გააკრა ახალი, რომელზეც რუსეთში სხვადასხვა ბრალდებით გასამართლებული უკრაინელი მსჯავრდებულები არიან ასახულები. დეპუტატები მას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

რუსეთში 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ სავჩენკო უკრაინაში 25 მაისს დაბრუნდა. სავჩენკოს გადაცემის სანაცვლოდ, უკრაინულმა მხარემ მოსკოვს რუსი სამხედროები, ევგენი ეროფეევი და ალექსანდრ ალექსანდროვი გადასცა, რომლებიც უკრაინაში იხდიდნენ სასჯელს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა