ქართველები, რომლებსაც სოციალურ ქსელებში ასი ათასობით ადამიანი იცნობს

ქართველები, რომლებსაც სოციალურ ქსელებში ასი ათასობით ადამიანი იცნობს

სოციალური ქსელის შესაძლებლობა განუსაზღვრელია. მისი საშუალებით უმოკლეს დროში შესაძლებელია საკმაოდ პოპულარული გახდე.

გიორგი ქისტაური ამის ნათელი მაგალითია. ნიჭიერმა ახალგაზრდამ იუმორისტული ვიდეორგოლებით უმოკლეს დროში მოიპოვა პოპულარობა და ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. მისი მიმდევრების რიცხვი სოციალურ ქსელში 100 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს. გიორგის სხვა ინტერნეტ-ვარსკვლავებისგან ნიჭიერება და იუმორის განსაკუთრებული უნარი გამოარჩევს. ის პირდაპირობითაც გამოირჩევა და ბევრჯერ გაუვრცელებია ისეთი ვიდეორგოლი, სადაც ცნობილი ადამიანები გააშარჟა. განსაკუთრებით პოპულარული ამ მხრივ იყო ინდირა ჯგერნაიას გაშარჟება. ვიდეორგოლმა "ჯადომ" მომღერალს იმაზე დიდი პოპულარობა მოუტანა, ვიდრე სატელევიზიო შოუებში მონაწილეობამ.

ნიჭიერია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ქართველები მაღალი ციცოს სახელით იცნობენ. ის რადიოწამყვანი გახლდათ და მედიისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კარგად იყო ცნობილი. სოციალურ ქსელში მაღალი ციცოს გვერდი შექმნა, რომელსაც ათიათასობით მიმდევარი ჰყავს. მაღალი ციცო განათლებული ბიჭია და იუმორის გრძნობაც კარგი აქვს. ინტერნეტ-მომხმარებელს დიდი ხნის მანძილზე აინტერესებდა, თუ ვინ იდგა ამ სახელის უკან. ცოტა ხნის წინ მისი ვინაობა ცნობილი გახდა და ის გიგი გოგოლაძე აღმოჩნდა.

დეა ადამია საზოგადოებამ წლების წინ, "რუსთავი 2"-ის რეალითი შოუდან "ჯეობარი" გაიცნო. მან პროექტი მოიგო. რეალითი შოუს ვარსკვლავი შოუს შემდეგ სამოდელო და ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. თუმცა თვეების წინ დაკარგული დიდება დაიბრუნა. სოციალურ ქსელში დუბაიში გადაღებული ვიდერგოლი გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "მეგაპოლისისთვის დაბადებული" ქართველი გოგონას ვიდეორგოლებმა ხალხში დადებითი ემოცია გამოიწვია. იყვნენ ისეთებიც, ვინც მას ამის გამო აკრიტიკებდა. სოციალურ ქსელში დეას ათასობით მიმდევარი ჰყავს, მის ვიდეორგოლებს კი ათიათასობით ნახვა აქვს. მისმა ვიდეორგოლებმა მთელი საქართველო, მათ შორის ცნობილი ადამიანებიც აალაპარაკა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ ვიდეოებით ჯერ კარგად გაერთო, შემდეგ კი სოციალურ ქსელში მოწოდებებს წერდნენ: Don't make stupid people famous.

ნინია ციმინტია პოპულარული ერთ დღეში გახდა. 6 წლის გოგონას ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელმა გამოაქვეყნა და პოპულარობაც უცებ მოვიდა. ნინია წარმოშობით სოფელ ჯვარიდან არის. პატარა გოგონა სოსო ჯაჭვლიანის პაროდიას აკეთებს.

ვასიკო გრიგალაშვილიც პოპულარული ინტერნეტით გახდა. მას ხაშურელი ვასასის სახელით იცნობენ. ვიდეოვიჟენის ჟურნალისტის სახელით იუმორისტული მიმართვა გაავრცელა, სადაც იტყობინებოდა, რომ სტიქიამ დედისერთა დათოს ქანდაკება, სევარიონის დაკიდებული ბაღები და ჰამაკის ძეგლი გაანადგურა, მთავრობას ამ ფორმით მიმართა ხაშურში ჩასულიყო. ხაშურელი ვასასის ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში უამრავი მიმდევარი ჰყავს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია