''ახალი საქართველოს'' მსვლელობა ვარდების მოედნიდან ძლიერი სეტყვის და წვიმის გამო დაგვიანებით დაიწყო

''ახალი საქართველოს'' მსვლელობა ვარდების მოედნიდან ძლიერი სეტყვის და წვიმის გამო დაგვიანებით დაიწყო

სამოქალაქო პლატფორმა ''ახალი საქართველოს'' მსვლელობა ვარდების მოედნიდან ძლიერი სეტყვის და წვიმის გამო დაგვიანებით დაიწყო. ვარდების მოედანზე მსვლელობის გამო გზა გადაიკეტა. საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია რუსთაველის გამზირზეც.

ვარდების მოედნიდან მსვლელობას ''ახალი საქართველოს'' ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი მიუძღვის. რეგიონებიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა და თბილისის მცხოვრებლებმა მსვლელობა ერთდროულად ვარდების მოედნიდან, თავისუფლების მეტროდან და კოლმეურნეობის მოედნიდან დაიწყეს.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დღეს სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს“ დაფუძნების ღონისძიება გაიმართება. შეკრებილებს "ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სიტყვით მიმართავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."