სააკაშვილმა ოკუპაცია რუსულ სამხედრო ძალასთან ერთად განხორციელა - სანდრო ბრეგაძე მეჭიაურის პარტიის სამომავლო გეგმებზე

სააკაშვილმა ოკუპაცია რუსულ სამხედრო ძალასთან ერთად განხორციელა - სანდრო ბრეგაძე მეჭიაურის პარტიის სამომავლო გეგმებზე

დეპუტატი თამაზ მეჭიაური ახალ პარტიას ქმნის. პარტიის სახელწოდება "ერთიანი საქართველოსთვის" იქნება. პარტიის წევრი იქნება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე, სანდრო ბრეგაძეც. ჩვენ დავუკავშირდით მას და კომენტარი ვთხოვეთ:

- ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ეს პარტია დაეფუძნება იმ ეროვნულ იდეოლოგიას, რომელიც ჩემთვის ძალიან ფასეულია, ამავე დროს პარტია გაატარებს არა რომელიმე ქვეყნის, არამედ ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერსებს. პარტიაში შეკრებილი არიან ადამიანები, რომლებმაც არ დაიშურეს ძალა და ენერგია და 2012 წელს მოიპვეს გამარჯვება სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლაში.

- არასამთავრობოების ნაწილი თქვენი მისამართით ამბობს, რომ გამოირჩევით პრორუსული და ჰომოფობიური განცხადებებით...

- ჩემი პრორუსულობა პირველად მესმის, რაც შეეხება არასამთავრობოების განცხადებებს, პიდაპირ გეტყვით ნაკლებად მაინტერსებს, სააკაშვილის დაკვეთით, საქართველოს ღალატისთვის მომართული ადამინების აზრი. ესენი არ არაიან არასამთავრობოები, ისინი არიან მოღალატეთა კასტა, საქართველოს მოძულეები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს დაინგრეს და დაიქცეს. მათი მთავარი მიზანია, რომ არასოდეს იქნეს გატარებული საქართველოს ინტერესები. მე მათ დავარქმევდი "მეხუთე კოლონას", რომელიც მომართულია საქართველოს დასაღუპად და თუ ასეთი ადამინები მე მაკრიტიკებენ, ეს ჩემთვის პლიუსი უფროა, ვიდრე მინუსი.

- ბატონო სანდრო, ჯერ არ გავრცელებულა თქვენი პარტიის პროგრამა, თუ ეწერება იქ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის შესახებ?

- სააკაშვილის მიერ განცხორცილებული ოკუპაცია, რომელიც მან მოახდინა რუსულ სამხედრო ძალასთან ერთად, აუცილებლად უნდა იყოს აღმოფხვრლი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. მე ვარ ადამიანი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იარაღით ხელში ვიბრძოდი, დიახ, მაშინ, როცა ესენი საქართველოს ღალატობდნენ, მე რუსეთის სამხედრო მანქანის წინააღმდეგ ვიდექი და 18 წლის ბიჭი, მთავრობის სასახლეს ვიცავდი იარაღით ხელში. შევარდნაძის მიერ გაყიდული აფხაზეთი და სააკაშვილის მიერ გაყიდული ცხინვალის რეგიონი, რაც შეძლება მალე უნდა დაბრუნდეს საქართველოს იურისდიქციაში.

- სხვა პოლიტიკოსებთან თუ გაქვთ კონსულტაციები?

- კი ბევრ ადამიანთან არის დასრულებული მოლაპარაკება, დღეს მხოლოდ იმ ადამიანების ვინაობა გახდა ცნობილი, ვინცაა დამფუძნებელი. რა თქმა უნდა პარტია ბევრად უფრო ფართო მასშტაბიანია და იქ ფართოდ იქნება წარმოდიგენილი ადამიანები, რომლებსაც საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს.

- მათი ვინაობა თუ შეგიძიათ დაგვისახელოთ?

- სანამ ეს ადამიანები თავად არ განაცხადებენ ამის შესახებ, მირჩევნია მე თავი შევიკავო განცხადებისაგან. ესენი არიან პარლამენტის მოქმედი დეპუტატები, ყოფილი პარლამენტარები. ესაა ძალიან სერიოზული გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის ერთგული თანამებრძოლებისგან, რომლებიც იბრძოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. ჩვენთან იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც თავიდანვე წინააღმდეგი იყვნენ კოჰაბიტაციისა, რადგანაც თავს მოხვეულმა კოჰაბტიაციამ ბევრი ცუდი გაუკეთა ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებას.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."