როგორ გამოიყურება სცენა ბათუმში, სადაც რამდენიმე საათში Maroon 5 იმღერებს

როგორ გამოიყურება სცენა ბათუმში, სადაც რამდენიმე საათში Maroon 5 იმღერებს

ამერიკული პოპ-როკ ბენდი Maroon 5 უკვე ბათუმშია. ჯგუფის კონცერტი დღეს 7 ივნისს, საოცრებათა მოედანზე გაიმართება. დამონტაჟებულია სცენა, სადაც სულ რამდენიმე საათში პოპულარული ჯგუფი წარსდგება ქართველი და არა მხოლოდ მსმენელის წინაშე.

იხილეთ ვიდეო

კონცერტისთვის 30 000-მდე ბილეთია გაყიდული, - ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გუშინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, კონცერტისთვის ბათუმში და მის შემოგარენში თითქმის ყველა სასტუმრო დაკავებულია.

"კონცერტისთვის გადაჭედილია როგორც დიდი სასტუმროები, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროები. ეს ხდება არა მარტო ბათუმში, არამედ კვარიათში, გონიოში, ქობულეთში... კარგია ამდენი ადამიანი რომ ჩადის რეგიონში, რაც აისახება რეგიონის შემოსავალზე", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

დაათვალიერეთ ფოტოები ბათუმის საოცრებათა მოედნიდან

ასევე დაგაინტერესებთ: Maroon 5-ის წევრები "მრავალჟამიერით" აღფრთოვანდნენ - რა ვიდეოს ავრცელებს ჯგუფი ბათუმიდან

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება