"რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია" "პროკრედიტში" - სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომელს ბანკი 31 602 ლარს გადაუხდის

"რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია" "პროკრედიტში" - სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომელს ბანკი 31 602 ლარს გადაუხდის

"პროკრედიტ ბანკს" სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებული თანამშრომლისთვის 31 602 ლარის გადახდა დაეკისრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით, დააკმაყოფილა ანა მაჩიტაძის სარჩელი. "პროკრედიტ ბანკს" მოსარჩელის სასამართლო და წინასასამართლო ხარჯების გადახდა დაევალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, "პროკრედიტ ბანკი" გათავისუფლებულ თანამშრომელს ანა მაჩიტაძეს კომპენსაციის სახით 31 602 ლარს გადაუხდის, გარდა ამისა აღდგენს მას სამსახურში - "პროკრედიტ ბანკის" ვაკის სერვისპუნქტში ფიზიკური პირების მრჩევლის თანამდებობაზე.

ანა მაჩიტაძის უფლებადამცველის, არჩილ კაიკაციშვილის ინფორმაციით, ანა სამსახურიდან 2014 წლის აპრილში გაათავისუფლეს. გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პიროვნული შეხედულებების შეუთავსებლობა იყო. თუმცა, ადვოკატი აღნიშნავს, რომ საქმის დეტალებიდან რეალური მიზეზი - დასაქმებულის რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია გამოიკვეთა.

სასამართლო პროცესი, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ანა მაჩიტაძის სასარგებლოდ დასრულდა. მოსარჩელე მხარის მიერ დაყენებული ოთხივე მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამ ეტაპზე ანა მაჩიტაძე და მისი ადვოკატი შესაბამისი დოკუმენტის გამოცემას ელოდება, რომლის საფუძველზეც დაზარალებული ფინანსურ კონპენსაციას აიღებს და სამუშაოსაც დაუბრუნდება  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია