როდის დაიწყებენ ნაფიცი მსაჯულები მაგდა პაპიძის საქმის განხილვას - საქალაქო სასამართლოს განცხადება

როდის დაიწყებენ ნაფიცი მსაჯულები მაგდა პაპიძის საქმის განხილვას - საქალაქო სასამართლოს განცხადება

მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული მაგდა პაპიძის მიმართ, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ AMBEBi.GE-ს თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.

სასამართლოს ინფორმაციით, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან შეირჩა 15 ნაფიცი მსაჯული. დღევანდელ სხდომაზე კი განისაზღვრა 12 ძირითადი და 3 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ მართლმსაჯულებას.

ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა. სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა უნდა განხორციელდეს ნაფიც მსაჯულთა გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.

წარდგენილი ბრალის თანახმად, მაგდა პაპიძეს ბრალად წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და დამამძიმებელ გარემოებებში, ორი პირის განზრახ მკვლელობა ედება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ