რატომ აჭიანურებენ ევროპელები ვიზალიბერალიზაციას - საფრანგეთში მცხოვრები ქართველი პუბლიცისტის მოსაზრება

რატომ აჭიანურებენ ევროპელები ვიზალიბერალიზაციას - საფრანგეთში მცხოვრები ქართველი პუბლიცისტის მოსაზრება

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი პუბლიცისტი და დოკუმენტალისტი, პაატა ქურდაძე ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თემაზე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. პუბლიცისტი პროცესის გაჭიანურიების მიზეზებთან დაკავშირებით საკუთარ ვარაუდს გამოთქვამს:

"ბავშვმაც იცის - ევროპაში ისეთი საემიგრაციო კრიზისია, როგორიც არასდროს ყოფილა და ეს ტერმინი არ მოიცავს მხოლოდ შემოსულ ემიგრანტთა აღმნიშვნელ რაღაც ციფრს.

მე თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ვიზალიბერალიზაციის მიმართ ისეთ ოპტიმიზმთან, როგორიც საქართველოში იყო. თუმცა რა თქმა უნდა ძალიან ვგულშემატკივრობდი ამ პროცესს და როდესაც თითქოს დადებითად გადაწყდა, დიდი სიხარულით ვაღიარე რომ შევცდი ჩემს პროგნოზებში ! თუმცა დავამატე, რომ ასეთ უმძიმეს ტერორიზმტან დაკავშირებულ საემიგრაციო კრიზისში, უვიზო რეჟიმის მინიჭება ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ თავისუფალ მიმოსვლას მეთქი. სამწუხაროდ როგორც ჩანს ძალიან არ შევმცდარვარ.

ადრეც რამდენიმეჯერ დავწერე - დღეს რომ საფრანგეთში ვინმემ რეფერენდუმი ჩაატაროს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უარს იტყვის ჩვენთან ვიზალიბერალიზაციაზე და არა იმიტომ რომ ფრანგებს (თუ გნებავთ გერმანელებს, ნიდერლანდებს, იტალიელებს...) განსაკუთრებულად სძულთ, ან ეშინიათ ქართველების. ვწერდი რომ ასეთ მძიმე საემიგრაციო კრიზისის პირობებში ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღებას საქართველოს სასარგებლოდ - დღევანდელ პირობებში კიდევ ერთ ახალ გახსნილ საზღვარს ამომრჩეველი არ აპატიებდა არც ერთ პოლიტიკურ ძალას, გაზლიერებულ ულტრამემარჯვენებს კი მეტ სალაპარაკო არგუმენტს მისცემდა საზღვრების დახურვის თაობაზე.

ემიგრაციაზე ლაპარაკი დასავლეთში არ უყვართ. ათასნაირ მიზეზს იგონებენ ხოლმე ამ პრობლემაზე ლაპარაკს საჯაროდ რომ თავი აარიდონ - ემიგრაციის ახალ ტელღებთან ბრძოლა ხშირად კონფლიქტში მოდის დეკლარილებულ ადამიანის უფლებებთან. ამიტომ ეს სრულიად აბსურდული მიზეზი, თითქოს გერმანელებს ქართველი კრიმინალების ეშინიათ, ჩემი აზრით, მხოლოდ თავის დაძვრენის მცდელობაა რომ რეალურ მიზეზზე, გერმანული და ზოგადად დასავლეთ ევროპელი ამომრჩევლის გამძაფრებულ ფობიებზე არ ილაპარაკონ.

დღეს ძალიან არასახარბიელო სიტუაციაა ევროპაში ახალი ქვეყნებისათვის საზღვრების გასახსნელად.

რაც შეეხება ვერსიებს, თითქოს ყველაფერი საქართველოში დემოკრატიული პროცესების დეგრადაციის, კერძოდ კი რ2 ის სასამართლო პროცესის გამო გართულდა, ეს სისულელეები ბრუსელში საქართველოს ყოფილმა ელჩმა სამადაშვილმა ჯობია თავისი ყოფილი კოლეგების კლუბში მოყვეს, ფინჯან გურულ ჩაიზე, იქნებ ვინმემ ხათრით მაინც დაუჯეროს".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს