11 წლის გოგონა არასდროს იცვამს ერთსა და იმავე ტანსაცმელს - მშობლები მასზე ათასობით დოლარს ხარჯავენ

11 წლის გოგონა არასდროს იცვამს ერთსა და იმავე ტანსაცმელს - მშობლები მასზე ათასობით დოლარს ხარჯავენ

მშობლების უმეტესობა ბავშვების სხვადასხვა წრეზე ტარების მომხრეა. სხვადასხვა სფეროს მიმართ ინტერესი ბავშვს ძალიან ავითარებს. ზოგ ბავშვს ეზარება ეს აქტივობა და მშობლებს სხვადასხვა მეთოდის მოფიქრება უწევთ, რომ შვილი მეტად დააინტერესონ. აი ამ გოგონას შემთხვევა კი მაინც ყველასგან გამორჩეულია...

ეს გოგონა ყოველ თვე მშობლებისგან იღებს 1000 გირვანქა სტერლინგს და ასევე მოდურ ტანსაცმელს იმისთვის, რომ ყოველ საღამოს, სკოლის შემდეგ რომელიმე მორიგ წრეზე წავიდეს. როგორც The Daily Mail-ი იუწყება, 11 წლის ლილი რეი დადის ცეკვაზე, ცურვაზე, გოლფზე, ფეხბურთზე, ფრანგულ ენაზე, ვიოლინოს შემსწავლელ წრეზე და შესანიშნავად სწავლობს სკოლაშიც.

მისი გარდერობის, რომელშიც მხოლოდ დიზაინერების ნამუშევრებია, ცნობილ ადამიანებსაც კი შეშურდებათ. გოგონა სკოლაში მიდის Prada-ს ფეხსაცმელებით და Longchamp-ს ჩანთით. მისი საყვარელი ჩასაცმელი Moncler-ის და Chloe-ს ჟაკეტია. მამა ლილი რეის 10 000 გირვანქა სტერლინგს შეჰპირდა, თუ გოგონა 18 წლის ასაკში შეისწავლის უცხო ენას და ეცოდინება რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა.

ახლახან ლილიმ გააფორმა კონტრაქტი სამოდელო საგენტოსთან. "უამრავი ტანსაცმელი მაქვს. ბევრი რამ ყიდვის მერე არც ჩამიცვამს. უბრალოდ დრო არ მაქვს, რომ ეს ყველაფერი ჩავიცვა. ზოგჯერ მავიწყდება, რომ მაქვს ესა თუ ის ჩასაცმელი... განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა