დან­გ­რე­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბა, დაფ­ნის გვირ­გ­ვი­ნი და ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნას იტა­ლი­უ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბი

დან­გ­რე­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბა, დაფ­ნის გვირ­გ­ვი­ნი და ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნას იტა­ლი­უ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბი

"შე­ნი აქ ყოფ­ნა, რო­გორც ქა­ლა­ქი", - ბო­რის პას­ტერ­ნა­კის ლექ­სი­დან აღე­ბუ­ლი ეს ფრა­ზა იმ რო­მა­ნის სა­ხელ­წო­დე­ბაა, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რებ­მა, ძალ­ზე ჭკვი­ან­მა და ნი­ჭი­ერ­მა ქარ­თ­ველ­მა გო­გო­ნამ - რუს­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა იტა­ლი­ურ ენა­ზე და­წე­რა და იქა­უ­რი კრი­ტი­კო­სე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. საბ­ჭო­უ­რი რე­ა­ლო­ბა გა­მო­გო­ნილ ქა­ლაქ­ში ვი­თარ­დე­ბა და მა­მა­თა და შვილ­თა ცხოვ­რე­ბას მხატ­ვ­რუ­ლად ასა­ხავს. რუს­კა იტა­ლი­ა­ში ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს და სა­მო­მავ­ლოდ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­დევ უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლად და სე­რი­ო­ზუ­ლად აპი­რებს გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წინ­ს­ვ­ლას. დევ­ნი­ლო­ბა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვო­ბა, უცხო ქვეყ­ნის სიტ­კ­ბო, ნა­წარ­მო­ე­ბებ­სა და ნა­ხა­ტებ­ში ასა­ხუ­ლი სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი, იტა­ლი­უ­რი ყო­ფა რუს­კას მო­ნათხ­რო­ბის მთა­ვა­რი თე­მე­ბია.

პა­ლერ­მო - დევ­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბის "სა­ვა­ნე"

- პა­ლერ­მო­ში პირ­ვე­ლად ათი წლი­სა იმ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში მოვ­ხ­ვ­დი, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა "სა­ქარ­თ­ვე­ლო-იტა­ლი­ა" პა­ლერ­მოს მე­რი­ას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­და და ძი­რი­თა­დად, დევ­ნილ ბავ­შ­ვებ­ზე იყო გათ­ვ­ლი­ლი. პა­ლერ­მო­ელ­თა ოჯა­ხებ­ში გაგ­ვა­ნა­წი­ლეს და ზაფხუ­ლო­ბით მთე­ლი სა­მი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი გვმას­პინ­ძ­ლობ­დ­ნენ და გვპატ­რო­ნობ­დ­ნენ. ცდი­ლობ­დ­ნენ, ჩვენ­თ­ვის ცხოვ­რე­ბა გა­ე­ხა­ლი­სე­ბი­ნათ. ძი­რი­თა­დად, მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის ბავ­შ­ვე­ბი ვი­ყა­ვით და ისი­ნი, ვი­საც რო­მე­ლი­მე მშო­ბე­ლი და­ღუ­პუ­ლი ჰყავ­და. მოკ­ლედ, 18 წლამ­დე ანუ ზრდას­რულ ასა­კამ­დე, პა­ლერ­მო­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩავ­დი­ო­დით, მე­რე კი თი­თო­ე­უ­ლი ჩვენს გზას ვირ­ჩევ­დით, ზო­გი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დარ­ჩა და სწავ­ლა გა­ნაგ­რ­ძო, და­ო­ჯახ­და, ზოგ­მა - იტა­ლი­ელ "მშობ­ლებ­თან" ურ­თი­ერ­თო­ბა არ გავ­წყ­ვი­ტეთ და ის სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი, რაც იმ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და, დღემ­დე მოგ­ვ­ყ­ვე­ბა.

ქარ­თულ-იტა­ლი­უ­რი მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა და პირ­ვე­ლი ლექ­სე­ბი

- ჩე­მი იტა­ლი­ე­ლი მშობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, თბი­ლის­ში იტა­ლი­უ­რი სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, მე­რე თსუ-ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ჩა­ვა­ბა­რე და დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე იტა­ლი­ა­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე. მათ შვი­ლი არ ჰყავთ და ფაქ­ტობ­რი­ვად, შვი­ლო­ბი­ლი ვარ. 2007 წელს გა­ვემ­გ­ზავ­რე იტა­ლი­ა­ში საცხოვ­რებ­ლად. თა­ვი­დან იქაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, შემ­დეგ პრო­ფი­ლი შე­ვიც­ვა­ლე და ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. იტა­ლი­ურ ენა­ზე ლექ­სე­ბის წე­რაც და­ვიწყე და ჩემ­მა პირ­ველ­მა, 2009 წელს და­წე­რილ­მა ლექ­ს­მა ერთ-ერთ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­ს­ში გა­ი­მარ­ჯ­ვა. ეს იყო ჩე­მი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იტა­ლი­ის კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში. რა­ღა­ცებს მა­ნამ­დეც ვწერ­დი - დღი­უ­რებს, წე­რი­ლებს, ჩა­ნა­ხა­ტებს ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ ვფიქ­რობ­დი, რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლის და­წე­რა ჯერ ნა­ად­რე­ვი იყო. ჩე­მი წიგ­ნის გა­რე­კანს ჩე­მი დის ნა­მუ­შე­ვა­რი ამ­შ­ვე­ნებს. ისიც პა­ლერ­მო­შია, აკა­დე­მი­ა­ში ფერ­წე­რას სწავ­ლობს. ჩე­მი ძმა - ლა­შა კი ლონ­დონ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სია, დი­ჯეია, სა­კუ­თა­რი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბიც აქვს.

ფი­ლო­სო­ფია უმაღ­ლე­სი მეც­ნი­ე­რე­ბაა. სი­მო­ნა ვე­ი­ლის (ცნო­ბი­ლი ფრან­გი ფი­ლო­სო­ფო­სი ქა­ლი) პო­ლი­ტი­კუ­რი წიგ­ნე­ბის კითხ­ვი­სას მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს ჩე­მი სფე­რო იყო. ჩე­მი ქა­ო­სუ­რი იდე­ე­ბი­სა და მის­წ­რა­ფე­ბე­ბის თავ­მოყ­რა და მო­წეს­რი­გე­ბა სწო­რედ ფი­ლო­სო­ფი­ას შე­ეძ­ლო. სა­მა­გის­ტ­რო მე­რაბ მა­მარ­დაშ­ვი­ლის ნაშ­რო­მებ­ზე და­ვი­ცა­ვი, რომ­ლის იტა­ლი­უ­რი თარ­გ­მა­ნი თით­ქ­მის არ მო­ი­პო­ვე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი რუ­სუ­ლი­დან და ქარ­თუ­ლი­დან ვთარ­გ­მ­ნე. ნო­ემ­ბერ­ში რო­მის ფი­ლო­სო­ფი­ურ ჟურ­ნალ­ში ჩე­მი სტა­ტია და­ი­ბეჭ­დე­ბა, რომ­ლის ნა­წი­ლი ჩე­მი სა­დიპ­ლო­მო­და­ნაა ამო­ღე­ბუ­ლი.

იტა­ლი­უ­რი ენა, მა­მუ­ლი და მგრძნო­ბი­ა­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა

- იტა­ლი­ელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან გახ­ს­ნი­ლე­ბი, გუ­ლი­თა­დე­ბი და მე­გობ­რუ­ლე­ბი ჩა­ნან. მძი­მე ის­ტო­რი­ის მქო­ნე ქვე­ყა­ნაა, იტა­ლი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბაც ხომ რთულ პრო­ცე­სებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თვი­თონ მა­თაც პრობ­ლე­მე­ბი აქვთ ერ­თ­მა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. რე­გი­ო­ნებს შო­რის დღემ­დე ბევ­რი რამ გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია. სი­ცი­ლი­ე­ლი და სარ­დი­ნი­ე­ლი იქა­უ­რად უფ­რო თვლის თავს, ვიდ­რე იტა­ლი­ე­ლად. ერ­თა­დერ­თი გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი მა­თი ენაა. გახ­ლე­ჩი­ლო­ბა იტა­ლი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ელე­მენ­ტია და ეს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ზეც აისა­ხე­ბა. ასეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ემიგ­რან­ტის მი­ღე­ბა და თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. კარ­გად იცი­ან, რო­გორ მო­აწყონ სახ­ლი, სად წა­ვიდ­ნენ, რომ ცხოვ­რე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბით შე­ივ­სონ, რო­მე­ლი ტი­ლო სად ჩა­მო­კი­დონ, მაქ­სი­მა­ლუ­რი ეს­თე­ტი­კუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა რომ მი­ი­ღონ, რო­გორ მი­ირ­თ­ვან ესა თუ ის კერ­ძი და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა რო­გორ გა­ი­ლა­მა­ზონ, ასე­თი ნი­უ­ან­სე­ბის შე­ტა­ნა­ში ნამ­დ­ვი­ლად პირ­ვე­ლე­ბი არი­ან... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია