"მაქვს განცდილი, როგორ კვდება ადამიანი" - შოთიკო ნოზაძის ბედისწერა და სიყვარული

"მაქვს განცდილი, როგორ კვდება ადამიანი" - შოთიკო ნოზაძის ბედისწერა და სიყვარული

"დავინახე, ძალიან მომეწონა და ვიფიქრე, ამ გოგოს ხელიდან არ გავუშვებ-მეთქი", - ამბობს მსახიობი შოთიკო ნოზაძე. მალე მის ცხოვრებაში სასიამოვნო ამბავი მოხდება: ის საყვარელ გოგოზე დაქორწინებას აპირებს. ვინ არის მისი რჩეული, რა არის სიყვარული, რატომ სჯერა ბედისწერის, რატომ უფრთხის რისკს და როდის ჯიუტდება? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შევიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1989 წლის 5 დეკემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ფეხბურთელი. სპორტის ამ სახეობაზე დავდიოდი და 7 წელი ვთამაშობდი. დღეს სასაცილოა, მაგრამ თავდაპირველად ბურთი არ გვქონდა და მწვრთნელი ფეხბურთს თეორიულად გვასწავლიდა. მერე ბურთი შევიძინეთ, თამაში დავიწყეთ და ბედნიერები ვიყავით. საფეხბურთო სკოლა მაქვს დამთავრებული. სკოლის უკან სტადიონი იყო, სტადიონზე - უამრავი კენჭი. ჯერ ამ კენჭებს გვასუფთავებინებდნენ და მერე გვიშვებდნენ სათამაშოდ. ვარჯიშის წინ სტადიონის გაწმენდა რიტუალივით იყო. ტურნირზე რომ გაგვიყვანეს, საკუთარ კარში 2 გოლი გავიტანე. ამ ამბის გამო კალაძეს მადარებენ ხოლმე. მერე ისე მოხდა, მოყინულზე წავიქეცი, ლავიწის ძვალი გავიტეხე და თამაშს თავი დავანებე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...სახლში რას ამბობენ, ვთქვა? რა ნიჭიერი გვყავსო! ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ არაპუნქტუალური ვარ. უმეტეს შემთხვევაში, მათთან მისვლა მაგვიანდება.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ეს შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობაა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...სიზარმაცე. თუმცა, თავს ძალას ვატან და გასაკეთებელს მაინც ვაკეთებ.

- სიყვარული ეს...

- ...ჩემთვის ყველაფერია, მთელი ცხოვრებაა...

- ახლა შეყვარებული...

- ...ვარ. უფრო მეტიც, მე და სოფო დანიშნულები გახლავართ და მალე ქორწილს ვგეგმავთ. სოფო 3 წლის წინ, ქორწილში გავიცანი. დავინახე თუ არა, მომეწონა. პირველი ემოცია როგორი იყო? - გავიფიქრე, ამ გოგოს ხელიდან არ გავუშვებ-მეთქი. იმ დღეს ჩვენი ურთიერთობა არ გაგრძელებულა. მეორე დღეს სოციალურ ქსელში შევეხმიანე; ჯერ ერთმანეთს ვწერდით, მერე შევხვდით...

- მისი გულის მოგება...

- ...ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამიჭირდა. ერთმანეთი ერთი ნახვით არ შეგვყვარებია, ჯერ დავმეგობრდით და ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში თანდათან გადაიზარდა. სოფოს იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და ახლა სამსახურის ძიების პროცესშია. გარდა იმისა, რომ გარეგნულად მომეწონა, მისმა შინაგანმა სამყარომ არანაკლებად მომხიბლა. ის ძალიან ყურადღებიანი და მართალი ადამიანია. ჩემი დამრიგებელია. სოფოსგან ბევრ რამეს ვსწავლობ. მის რჩევას ვითვალისწინებ და სხვათა შორის, ამართლებს. როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები და ვყოყმანობ, ამ დროს მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. "ჩემი ცოლის დაქალებს" რა თქმა უნდა, უყურებს. თენგო, როგორც პერსონაჟი, მოსწონს და ხალისობს. მსახიობი არ არის, მაგრამ მაყურებლის თვალით დანახულ შეცდომებზე შენიშვნებს მაძლევს. მაგალითად, შენიშვნა მომცა ფოთში გადაღებულ ეპიზოდზე და რომ დავფიქრდი, მართალი იყო, მგზავრობისგან დაღლილი ვიყავი.

- ჩვენს ურთიერთობას რომანტიკა...

- ...ნამდვილად არ აკლია. მიუხედავად იმისა, რომ სანთლებისა და ყვავილების მოყვარული არ ვარ... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია