როდემდე გაგრძელდება წვიმიანი დღეები - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

როდემდე გაგრძელდება წვიმიანი დღეები - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

სინოპტიკოსები საქართველოს მასშტაბით გამოდარებას 13 ივნისიდან პროგნოზირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს და ხვალ შედარებით გამოიდარებს, თუმცა ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, განსაკუთრებით საღამოსა და ღამის საათებში. ჰაერის ტემპერატურა 3 - 4 გრადუსით მოიმატებს და +23 +28 გრადუსის ფარგლებში იქნება.

მისივე თქმით, 13 ივნისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ძირითადად უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. 13 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +27 +32 გრადუსის, აღმოსავლეთში კი +24 +29 გრადუსის ფარგლებში იქნება.

14 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და დასავლეთში +31 +36, აღმოსავლეთში კი +27 + 32 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია