ფლორიდის გეი-კლუბში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

ფლორიდის გეი-კლუბში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

აშშ-ის ქალაქ ორლანდოში მომხდარი მასობრივი მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

შესაბამისი ინფორმაცია ტერორისტული დაჯგუფების კუთვნილმა მედიასააგენტომ "ამაქმა" გაავრცელა.

"ფლორიდას შტატის ქალაქ ორლანდოში თავდასხმა გეი-კლუბზე "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკმა განახორციელა", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ამერიკული მედია იტყობინება, თავდამსხმელმა ომარ მატინმა ისლამისტების ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ერთგულების ფიცი დადო.

აშშ-ის ხელისუფლებას თავდამსხმელისა და ისლამისტების კავშირზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა როგორც გამოძიებათა ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, თავდამსხმელი რადიკალური ისლამის მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი.

გუშინ, აშშ-ის 29 წლის მოქალაქე ომარ მატინი ქალაქ ორლანდოში მდებარე გეი-კლუბში შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, 53 კი დაიჭრა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა