ნიკო ლეკიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება - თბილისის ექსმერი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება?

ნიკო ლეკიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება - თბილისის ექსმერი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება?

როგორც გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი მომავალ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

"არ არის გამორიცხული, პლეხანოვზე ვიყარო კენჭი. ჩვენს უბანში დიდი შეკრება იყო და ამ გადაწყვეტილების მიღება მთხოვეს. ისე, მე რაჭაზეც ვფიქრობდი... ალბათ, მაინც იმ უბანში ვიყრი, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. შვიდმა პოლიტიკურმა ძალამ მთხოვა, მათი მაჟორიტარი კანდიდატი ვყოფილიყავი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია", - აცხადებს ლეკიშვილი.

მისი თქმით, სავარაუდოდ, იმ პოლიტიკური ძალის მაჟორიტარი იქნება, ვინც ეს პირველად შესთავაზა. ინტერვიუს დასასრულ კი აცხადებს, რომ პირველი, ვისგანაც ამგავრი შეთავაზება მიიღო "ქართული ოცნებაა".

იხილეთ ინტრევიუ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გაიარეთ რეგისტრაცია საიტზე, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ:"იმ პოლიტიკური ძალის მაჟორიტარი კანდიდატი ვიქნები, ვინც ეს პირველად შემომთავაზა..."

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."