რადიო "პალიტრამ" 8 წლის იუბილე სიურპრიზებით სავსე გარემოში აღნიშნა

რადიო "პალიტრამ" 8 წლის იუბილე სიურპრიზებით სავსე გარემოში აღნიშნა

8 წლიან მაუწყებლობასთან დაკავშირებით "რადიო პალიტრამ" პარტნიორებს უმასპინძლა.

ღონისძიებას Fina-ს პარტნიორობით "ტიფლის ვერანდამ" უმასპინძლა. ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერი იყო "პალიტრანიუსი". საღამოზე რადიო "პალიტრამ" სტუმრებს ახალი პროექტები და ახალი სახეები წარუდგინა.

ღონისძიებაზე მრავალი ვიქტორინა და გათამაშება მოეწყო. გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზი გადეცათ. მათ შორის რადიო "პალიტრის" პარტნიორები დასაჩუქრდნენ

"ველედას", "ლუტეციას", "იოგა ანანდას" და "რონიკოს" პრიზებით.

საღამოს მთავარი პრიზი ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა რუსა შათირიშვილმა მოიპოვა. მან ავიაკომპანია "ატლას გლობალის" მიერ დაწესებული ორმხრივი ავიაბილეთები მოიგო. გამარჯვებული ლონდონში გაემგზავრება.  იხილეთ ფოტოგალერეა

ღონისძიება საზეიმო ტორტის გაჭრითა და ფოიერვერკით დასრულდა.

შეგახსენებთ, რადიომ მაუწყებლობა 2008 წელს დაიწყო, მისი შექმნის ერთადერთი მიზანი იყო, დაუბალანსებელ მედიასივრცეში, საზოგადოებისთვის მიეწოდებინა სანდო და მიუკერძოებელი ინფორმაცია. "პალიტრა", დღემდე ამ მისიის ერთგული რჩება და ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს ქართულ რადიო სივრცეში. 8 წლის განმავლობაში ეთერში აქტიურად შუქდებოდა ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული მოვლენები რომლებიც ყოველთვის იყო, არის და იქნება აქტუალური. იხილეთ ფოტოგალერეა

რადიო "პალიტრა" საშუალებას აძლევს მსმენელს, პირდაპირ ეთერში მოუსმინოს და კითხვები დაუსვას ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, გაეცნოს მისთვის საინტერესო კონკრეტული დარგის სიახლეებს, მიიღოს რჩევები ექსპერტებისგან.

რადიო პალიტრა Fm 103.9-ზე მაუწყებლობს, სლოგანით "თქვენი სანდო თანამგზავრი".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი