"თუ ქალს მტკიცედ სჯერა თავისი სილამაზის, სხვებსაც დააჯერებს ამას" - სოფი ლორენი საიდუმლოებებს ამხელს

"თუ ქალს მტკიცედ სჯერა თავისი სილამაზის, სხვებსაც დააჯერებს ამას" - სოფი ლორენი საიდუმლოებებს ამხელს

გარდა იმისა, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი იტალიელი მსახიობია, ასევე წლებია სილამაზის ეტალონად მიიჩნევა, 80 წლის ასაკშიც უზადოდ გამოიყურება. ბევრისთვის არის მისაბაძი მისი შრომისმოყვარეობა, ღირსეული ქცევები, მისი სიყვარული ოჯახისადმი, ქმრისადმი და ორი არაჩვეულებრივი ვაჟისადმი. როგორია სოფიას სილამაზისა და ბედნიერების საიდუმლო? ამას მისი ციტატებიდან შეიტყობთ:

* კარგი ოჯახური სამზარეულოს უმნიშვნელოვანესი ნაწილი სიყვარულია: სიყვარული მათ მიმართ, ვისთვისაც ამზადებ.

* დედამ ორჯერ უნდა იფიქროს: ერთხელ თავის მაგივრად, მეორედ - შვილის მაგივრად.

* ტანსაცმელი პიროვნების გამოხატვის ყველაზე მარტივი საშუალებაა.

* მამაკაცის ფანტაზია ქალის საუკეთესო იარაღია.

* ხასიათი სილამაზის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია.

* არსებობს სილამაზის წყარო: ეს თქვენი ჭკუაა, თქვენი ნიჭი, შემოქმედება, რომელიც შეგაქვთ თქვენს ცხოვრებაში და საყვარელი ადამიანების ცხოვრებაში. როცა ისწავლით ამ წყაროდან შესმას, ნამდვილად დაამარცხებთ ასაკს. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება