ჯარისკაცი, ფერმერი, მოკრივე - გზა ავღანეთიდან წარმატებულ ფერმერობამდე

ჯარისკაცი, ფერმერი, მოკრივე - გზა ავღანეთიდან წარმატებულ ფერმერობამდე

გიორგი ბოჭორიშვილმა ფერმერული საქმიანობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მანამდე ის საქართველოს სახელით ჯერ ერაყში, შემდეგ კი ავღანეთში იბრძოდა. 2006 წლიდან შეიარაღებულ ძალებში ირიცხება. 18 წლის იყო, როცა ჯარში გაიწვიეს და იმავე წელს ერაყში გაემგზავრა. 2010-ში საბედისწერო ჭრილობა ავღანეთში მიიღო. ამის შემდეგ ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსი გერმანიაში გაიარა. იქიდან დაბრუნებულმა კი გადაწყვიტა, წარმატებული მომავლისთვის ბრძოლა იარაღის ნაცვლად, თოხითა და ბარით გაეგრძელებინა.

აქედან იწყება მისი ფერმერული საქმიანობა. გიორგი ბოჭორიშვილი სულით ისევ ჯარისკაცად რჩება. მართალია, მიღებული ჭრილობა სიარულსა და ვარჯიშში დღეს ხელს აღარ უშლის, მაგრამ ამბობს, რომ ომში სისუსტე უპატიებელია და ბრძოლას თავისი მკაცრი წესები აქვს. "იქ თუ წახვალ, უნდა იყო ძლიერი და შეგეძლოს ყველა დავალების შესრულება. ვერავის ვაგრძნობინებ, რომ მე დაჭრილი ვარ. იქ სხვას ტვირთად კი არ უნდა დააწვე, უნდა შეეხიდო, ეს კი ჩემთვის სამწუხაროდ, უკვე რთულია", - აღნიშნავს გიორგი.

სოფელში მუშაობა მისთვის უცხო არასოდეს ყოფილა. ბავშვობიდან იცის მიწასთან ურთიერთობა და ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ მამისეული საქმის გაგრძელებას ენთუზიაზმით შეუდგა. მოჰყავს დიდი რაოდენობით პომიდორი, კომბოსტო, სიმინდი, ლობიო, 1 ჰექტარ მიწის ფართობზე ვაშლის ბაღები აქვს გაშენებული. ახლო მომავალში მეურნეობის გაზრდასა და გაფართოებასაც აპირებს. მანამდე კი სწავლა პროფესიულ სასწავლებელში დაიწყო. ახალგაზრდა ფერმერს გადაწყვეტილი აქვს მეურნეობის ყველა რგოლი აითვისოს და პირად გამოცდილებას თეორიული ცოდნაც შემატოს  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი