ქართული ფული საერთაშორისო მიმოქცევაში - დავით III კურაპალატის მონეტები

ქართული ფული საერთაშორისო მიმოქცევაში - დავით III კურაპალატის მონეტები

X საუკუნეში არაბთა წინააღმდეგ ბრძოლით დაუძლურებული ქართული სამთავროებიდან განსაკუთრებით გაძლიერდა ტაო-კლარჯეთი, იგივე "ქართველთა სამეფო", რომლის სამხრეთი საზღვარი მდინარე არაქსის ზემო წელამდე აღწევდა. სამეფოს მმართველები ბიზანტიის კეისრებისგან საპატიო საკარისკაცო ტიტულებს - კურაპალატი, ნოველისიმოსი, სევასტოსი, კესაროსი - იღებდნენ, მაგრამ ფაქტობრივად, სრულიად დამოუკიდებელნი იყვნენ.

ტაო-კლარჯეთი განსაკუთრებით მოღონიერდა დავით III (978-1001) კურაპალატის მმართველობისას. სწორედ დავითმა ჩაუყარა საფუძველი ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს. მან იშვილა გურგენ მეფეთა მეფის (994-1002) მემკვიდრე ბაგრატი (დედით აფხაზთა მეფეების შთამომავალი) და 975 წელს ჯერ ქართლში, ხოლო 978 წელს აფხაზეთში გაამეფა. ქვეყნის ეროვნული აღორძინება საქართველოს სამონეტო საქმეშიც აისახა.

დავით III კურაპალატმა მოჭრა არაბული ტიპის მონეტებისგან სრულიად განსხვავებული ვერცხლის ფული. მისმა მონეტებმა ჩვენამდე ოთხ ცალად მოაღწია. ოთხივე მათგანი აღმოჩენილია საქართველოს საზღვრებს გარეთ: გერმანიაში, სანქტ-პეტერბურგის ოლქში, ესტონეთსა და შვედეთში. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ დავითის მონეტები, ბიზანტიურ მონეტებთან ერთად, ჩართული იყო საერთაშორისო ფულად მიმოქცევაში.

დრამა. ვერცხლი. დავით III კურაპალატი (978-1001)

Aვ. ქართული ასომთავრული ზედწერილი: "ქრისტე, შეიწყალე დავით".

Rv. გამოსახულია ჯვარი. ქართული ასომთავრული ზედწერილი: "კურაპალატი".

გაიგეთ მეტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" შესახებ

გამოიწერეთ მონეტების წიგნი-ალბომი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს