ცნობილი ქართველი ბალერინა ვერა წიგნაძე გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი ბალერინა ვერა წიგნაძე გარდაიცვალა

91 წლის ასაკში ცნობილი ქართველი ბალერინა, საქართველოს სახალხო არტისტი ვერა წიგნაძე გარდაიცვალა. ვერა წიგნაძე 1924 წლის 24 სექტემბერს ქალაქ ბაქოში დაიბადა.

მან 1943 წელს ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა, 1943-1946 წლებში ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ცეკვავდა. 1946 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე გახდა. 1970 წლამდე იყო ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი და ქართული ეროვნული საბალეტო რეპერტუარის დამკვიდრების მონაწილე.

2007 წელს ორ უსახელო ვარსკვლავს ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის სახელი უწოდეს.

2015 წლის 31 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ვერა წიგნაძე ხელოვნების ქურუმის წოდებით დააჯილდოვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი