დისნეივორლდში ალიგატორმა 2 წლის ბავშვი გაიტაცა

დისნეივორლდში ალიგატორმა 2 წლის ბავშვი გაიტაცა

პოლიციამ, რომელიც ფლორიდის დისნეივორლდში ალიგატორის მოტაცებულ ბავშვს ეძებდა, სხეული აღმოაჩინა. ადგილობრივმა დაივერებმა ორი წლის ბავშვის სხეული იპოვეს. ოლქის შერიფის ჯერი დემინგსის თქმით, ბიჭს ლეინ გრეივსი ერქვა და ის ნებრასკადან იყო. თავდასხმის შემდეგ ხუთი ალიგატორი მოკლეს ბიჭის ნარჩენების პოვნის იმედით.

წყალში ნაპოვნი გვამი კვლავ ამოცნობას საჭიროებს, თუმცა პოლიცია დარწმუნებულია, რომ სხეული ლეინისაა.

სონარულ მოწყობილობებს მდინარის და არხების გასაჩხრეკად 50-მდე ადამიანი იყენებდა. ნებრასკადან ფლორიდაში დასასვენებლად ჩასული ოჯახი პლაჟზე იმყოფებოდა, როდესაც ინციდენტი მოხდა. ბავშვი წყლის ნაპირთან იყო, როდესაც ალიგატორმა პირი ჩაავლო. მამას ხელზე ჭრილობები აქვს, რომელიც ალიგატორისთვის შვილის გამოგლეჯვის დროს მიიღო.

მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს