"გუშინ და დღეს" - კეთილი საქმის კვალი აკეთის მაცხოვრის ეკლესიაში

"გუშინ და დღეს" - კეთილი საქმის კვალი აკეთის მაცხოვრის ეკლესიაში

Ambebi.ge აკეთის მეთორმეტე საუკუნის, მეფე თამარის დროინდელი მაცხოვრის ტაძრის შესახებ წერდა.

სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მკითხველები სტატიის ავტორს ანგარიშის ნომერის გამოქვეყნებას სთხოვდნენ, რომ ტაძრის რესატვრაციაში საკუთრი წვლილი შეეტანათ.

რამდენიმე დღეში ანგარიშის ნომერი და მოძღვრის, საბა ჟღენტის ტელეფონის ნომერი გამოქვეყნდა, რომელიც ადგილობრივებთან ერთად უშუალოდ კურირებს ტაძრის რესატვრაციის საკითხს.

ანგარიშის ნომერზე ჩაირიცხა გარკვეული თანხა. მოძღვარს დაუკავშირდნენ დაინტერესებული პირები და ტაძარში საეკლესიო მსახურებისთვის საჭირო ნივთების და ხატების გადაცემის სურვილი გამოთქვეს.

ვინაიდან იმ პერიოდისთვის ტაძრის სახურავი და შიდა სამუშაოები დასრულებული არ იყო, ხატების დაბრძანება ვერ ხერხდებოდა.(ტაძარში არ არის ჭაღი)

18 ივნისს, მოძღვარმა, საბა ჟღენტმა Ambebi.ge-ს ფოტომასალა მიაწოდა, თუ რა გაკეთდა ტაძარში მას შემდეგ, რაც ჩვენს საიტზე აღნიშნული ტაძრის შესახებ სტატია გამოქვეყნდა.

დღეიდან ტაძრის აღდგენის გულშემატკივრებს, შეუძლიათ ტაძარში მსახურებისთვის საჭირო ნივთებისა და ხატების გადაცემის შესახებ დაუკავშირდნენ მამა საბა ჟღენტს - 595 77 77 76

ტაძრის რესტავრაციისთვის თანხის გადმორიცხვის მსურველებს შეგიძლიათ თანხა გადმორიცხოთ საქართველოს ბანკის ანგარიშზე: GE77BG0000000964034700 - (აუცილებლად მიუთითეთ აკეთის მაცხოვრის ეკლესია)

მადლობას ვუხდი ყველას ვინც წვლილი შეიტანა ტაძრის რესტავრაციაში . თქვენი თანადგომით აუცილებლად შევძლებთ სრულად აღვადგინოთ კიდევ ერთი, წმინდა ისტორიული ძეგლი. 

ნანა ჩხაიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი