ქართული მონეტების ოქროს კოლექცია - შეეხე ისტორიას!

ქართული მონეტების ოქროს კოლექცია - შეეხე ისტორიას!

2016 წლის 23 ივნისს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უნიკალური პროექტის, "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია", პრეზენტაცია გაიმართება.

პროექტი ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას, გახდეს წიგნი-ალბომის მფლობელი და თვეში ერთხელ პირად კოლექციას თითო მონეტა შემატოს. წიგნ-ალბომში საგანგებოდაა გამოყოფილი ადგილები, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მონეტების ასლებით ივსება. ალბომს მოჰყვება სპეციალური ლუპა.

24 განსხვავებული მონეტა საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს.

სტუმრებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა მოინახულონ ნუმიზმატიკური საგანძურის გამოფენა, რომელიც სპეციალურად ღონისძიების ფარგლებში გაიხსნება.

ყველა სტუმარი საჩუქრად მიიღებს პირველი მონეტის ასლს. სამომავლოდ კი ერთგულ მომხმარებელს, რომელიც უნიკალური კოლექციის შეგროვებას გააგრძელებს, ექნება შანსი, გახდეს ნამდვილი ოქროს მონეტის მფლობელი.

პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გამომცემლობა "პალიტრა L"-ისა და "კვირის პალიტრის" მიერ. წიგნ-ალბომზე მუშაობდა ნუმიზმატთა და ისტორიკოსთა გუნდი.

პრეზენტაციას დაესწრებიან სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები და ცნობილი სახეები.

პროექტის შესახებ ისაუბრებენ:

დავით ლორთქიფანიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი

მარიკა დარჩია - "პალიტრა მედიის" კრეატიული დირექტორი

გიორგი კეკელიძე - საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი

მაია პატარიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატი, წიგნის თანაავტორი

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს