დავით ჯალაღანია - ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დაცულ ზონაში, ჯანმრთელად არიან

დავით ჯალაღანია - ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დაცულ ზონაში, ჯანმრთელად არიან

თურქეთის ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ და ამ დროისთვის დაცულ ზონაში იმყოფებიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განუცხადა.

"გარდა იმისა, რომ თურქეთში საქართველოს კონსულთან მუდმივ კონტაქტზე ვარ, ცოტა ხნის წინ ჩემი ნაცნობი შემეხმიანა და მითხრა, რომ დაცულ ზონაში, ჯანმრთლად და კარგად არიან. ბუნებრივია, აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. მათ გაიგეს აფეთქების ხმა, თუმცა შემთხვევა კონტროლის გავლის ზონიდან მოცილებულ ადგილზე მოხდა. ჩვენი მოქალაქეები, როგორც გითხარით, კარგად არიან, უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, ჯერჯერობით გასვლა-გამოსვლა შეზღუდულია", - განაცხადა დავით ჯალაღანიამ, რომლის განმარტებითაც, საგანგებო რეჟიმში მუშაობს თურქეთში საქართველოს საკონსულო, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი ასევე 24-საათიან რეჟიმში ცხელი ხაზი ამოქმედდა.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეფასებით, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ანტიტერორისტული კოალიცია ტერორიზმის საფუძვლების მოსპობას რაც შეიძლება სწრაფად უნდა ეცადოს.

"რა თქმა უნდა, ეს არის საშინელი, ამაზრზენი და დასაგმობი ფაქტი. როგორც ჩანს, ეს იყო ტერაქტი. ვისი ჩადენილი, ამას დაადგენს გამოძიება. ეს არის მიმართული როგორც თურქეთის და უბრალო მოსახლეობის, ისე საზოგადოდ მთელი ცივილური სამყაროს წინააღმდეგ. მომხდარი ხაზს უსვამს იმის აუცილებლობას, რომ 21-ე საუკუნის შავი ჭირის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევა არის აუცილებელი. ამიტომ მაქსიმლაურად სწრაფად უნდა ეცადოს ანტიტერორისტული კოალიცია, რომ მოახდინოს ამ ავადმყოფობის საფუძვლების მოსპობა და განადგურება", - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #აფეთქება ათათურქის აეროპორტში

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია