რა განრიგით შესრულდება ავია-რეისები თურქეთიდან თბილისის მიმართულებით

რა განრიგით შესრულდება ავია-რეისები თურქეთიდან თბილისის მიმართულებით

თურქეთიდან თბილისში დღეს დაგეგმილი რეისები განრიგის მიხედვით შესრულდება. ამის შესახებ ”ამბები.გე”-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს.

განრიგის მიხედვით, დღის განმავლობაში დაგეგმილია ორი რეისი, რომელსაც Turkish Airlines-ი განახორციელებს. კერძოდ, აღნიშნული ავიაკომპანიის ბოინგი სტამბულის ათათურქის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით რეისებს 09:30 საათსა და 10:55 საათზე შეასრულებს.

როგორც ცნობილია, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის მიმართულებით წუხელ დაგეგმილი ყველა რეისი გაუქმდა.

სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა უკვე განაახლა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი