ჰილარი კლინტონი FBI-მ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პირადი ელ-ფოსტის გამოყენების ფაქტზე დაკითხა

ჰილარი კლინტონი FBI-მ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პირადი ელ-ფოსტის გამოყენების ფაქტზე დაკითხა

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პირადი ელექტროფოსტის გამოყენების ფაქტზე დაკითხა.

ამერიკის შეეთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის პრეს-სამსახურში განმარტავენ, რომ გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა ჰილარი კლინტონის კეთილი ნების გამოვლენა იყო.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში კლინტონი უარყოფდა, რომ საკუთარი მაილის გამოყენებით სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფორმაციას გადასცემდა.

ამის მიუხედავად, სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა საგამოძიებო ჯგუფი დარწმუნებულია, რომ კლინტონიც და მისი თანამშრომლებიც ინტერნეტ-უსაფრთხოებას სათანადო ყურადღებას არ უთმობენ.

ჰილარი კლინტონის ოპონენტები აღნიშნულ სკანდალს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას აქტიურად იყენებდნენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საკითხით ხშირი მანიპულირება, შესაძლოა, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატისთვის, დონალდ ტრამპისთვის საჩუქარი აღმოჩნდეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა