ფეხმძიმედაა თუ არა თინა კანდელაკი - ჟურნალისტის პასუხი ფანებს

ფეხმძიმედაა თუ არა თინა კანდელაკი - ჟურნალისტის პასუხი ფანებს

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა თინა კანდელაკის საიდუმლო ქორწილის შესახებ, გავრცელდა ხმები, რომ ტელეწამყვანი ორსულადაა. ამჯერად ცეცხლზე ნავთი იმ ფაქტმა დაასხა, რომ 40 წლის კანდელაკმა მოულოდნელად სპორტდარბაზში ვარჯიში იოგათი შეცვალა და გადაწყვიტა ვეგეტარიანელი გამხდარიყო. ამან თაყვანისმცემლებს აფიქრებინა, რომ თინა ბავშვს ელოდება.

”საკუთარ თავზე ბევრ საინტერესოს ვიგებ... საერთოდ, ხალხს უყვარს იმის დაჯერება, რაც უნდათ. რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები კიდევ ერთი შთამომავლის გაჩენით, მაგრამ ჯერჯერობით ეს სასიხარულო ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება”, - წერს ტელეწამყვანი თავის მიკრობლოგში.

კვლავაც უცნობია, ზუსტად როდის შედგა თინას და მისი პარტნიორის, ვასილი ბროვკოს ქორწილი. იმის შესახებ, რომ თინა გათხოვდა, შემთხვევით გავრცელდა ინფორმაცია. გასულ ზამთარს კანდელაკის თითზე საქორწინო ბეჭედი გაჩნდა.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება