ნანა ნებიერიძე: ერთი წელია თურქეთში ვცხოვრობ

ნანა ნებიერიძე: ერთი წელია თურქეთში ვცხოვრობ

ზაფხულის დადგომასთან ერთად, ქალბატონები საკუთარ გარეგნობაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, აახლებენ გარდერობს, აქტიურად ვარჯიშობენ, დიეტას იცავენ, ათასგვარ ხრიკს მიმართავენ, სასურველ ფორმაში რომ ჩადგნენ. სპორტსმენი ნანა ნებიერიძე გაგვიმხელს თავის მოვლის საკუთარ მეთოდებს.

- როგორ ემზადები საზაფხულო არდადეგებისთვის?

- მოგეხსენებათ, ერთი წელია, თურქეთში ვცხოვრობ და ჯერ არ გადამიწყვეტია, სად დავისვენებ... საერთოდ, ზაფხული ძალიან მიყვარს. წელს, პირველ რიგში, ოჯახის წევრებთან ერთად, დასასვენებლად მთაში წავალ, მერე კი აუცილებლად, ზღვისპირეთსაც ვესტუმრები.

- თურქეთში რას საქმიანობდი?

- ერთ-ერთ კლუბში ტანვარჯიშის მთავარ მწვრთნელად ვმუშაობ.

- ეს დროებითი სამსახურია თუ ისევ უნდა დაბრუნდე?

- არა, დროებითი არ არის, სექტემბრიდან ისევ შევუდგები მუშაობას.

- შენი შვილიც იქ გადაიყვანე საცხოვრებლად?

- საცხოვრებლად - არა. ნინა შვილთან ერთად, დასასვენებლად ჩამოვიდა თურქეთში.

- გარდერობი უკვე განაახლე? რომელია შენი საყვარელი ფერი?

- ზაფხულის დადგომასთან ერთად, რა თქმა უნდა, გარდერობიც განვაახლე. ზაფხულში ძალიან მიყვარს ფერად-ფერადი სამოსი. ამიტომ, წლის ამ დროს ჩემი გარდერობი უჩვეულოდ ფერადი ხდება. ისე, ძალიან მიყვარს ცისფერი. ეს ფერი საოცრად მამშვიდებს. ზღვის და საერთოდ, წყლის ფანი ვარ. მზე და ზღვა ჩემთვის ყველაფერია.

- ზაფხულში როგორ იწყებ დილას?

- ვცდილობ, ყოველი დილა ღიმილით დავიწყო, მერე სახლის პირობებში ვვარჯიშობ. იმისთვის, რომ ფორმაში ვიყო, დიდ ფიტნეს-ცენტრებში სიარული აუცილებელი სულაც არ არის.GზაPრესს

- დღის განმავლობაში თავის მოვლას რა დროს უთმობ?

- თავის მოვლა ელემენტარული კულტურაა. ამიტომ, ყოველ თავისუფალ წუთსა და წამს ვიყენებ იმისთვის, რომ კარგად გამოვიყურებოდე.

- ქალბატონები განსაკუთრებით დიდ ყურადღებას სახის კანის მოვლას უთმობენ... თუ შეგიძლია, გაგვიმხილე, შენ რას აკეთებ?

- სახის კანის მოვლა ძალიან იოლია, მით უმეტეს, ზაფხულში, როცა უამრავი ხილია. მთავარია მონდომება და ელემენტარული წესების შესრულება. როცა თავისუფალი დრო მაქვს, აუცილებლად, სხვადასხვა ხილის ნიღაბს ვიკეთებ.

- სკრაბს თუ იყენებ ხშირად და რამდენად მიზანშეწონილია მისი ხშირად გამოყენება?

- სახის პილინგს კვირაში ერთხელ ან ორჯერ ვიყენებ. ყოველდღიურად მისი გაკეთება სახის კანს აზიანებს.

- როგორ ფიქრობ, სწორი კვება ლამაზი გარეგნობის საწინდარია?

- სწორი კვება ნამდვილად, შენს გარეგნობაზე აისახება. ადამიანი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, ანათებს. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება