დავით კაკაბაძის დღემდე უცნობი ნამუშევარი, რომლის ბედიც თქვენს ხელთაა

დავით კაკაბაძის დღემდე უცნობი ნამუშევარი, რომლის ბედიც თქვენს ხელთაა

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე "ფეისბუქზე" მიმართვას ავრცელებს და ინტერნეტმომხმარებლებს საინტერესო აღმოჩენის შესახებ ატყობინებს:

"ქალბატონებო და ბატონებო,

ყველას მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით - გვჭირდება სპონსორი ან სპონსორები. ლიტერატურის მუზეუმში მოიტანეს დავით კაკაბაძის საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ნამუშევარი, რომელიც მხატვარმა ტერენტი გრანელს მიუძღვნა. ამაზე მეტყველებს დავით კაკაბაძის წარწერა: "ჭეშმარიტად დიდ პოეტს, ტერენტი გრანელს. იმედია, თქვენი თხოვნა შევასრულეთ. დ. კაკაბაძე. 29 წ."

ტერენტი გრანელმა კი ორი წლის შემდეგ წააწერა: "მე ტერენტი გრანელი ვარ, ეს ჩემი სახეა. როგორც ცხოვრება მიჰყვება ტალღებს, ისე მიჰყვება ჩემი სული ზეცას. მე არ მინდა მიწაზე, მე მინდა ვიყო სხვაგან. მე რაღაც სხვა მინდა. ტერენტი გრანელი, 1931 წელი".

ლიტერატურის მუზეუმის პირდაპირი მოვალეობაა ამ ნამუშევრის შეძენა. სულ 15 ათასი დოლარი გვჭირდება. იმედია, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ფინანსური მხარდაჭერა, რომელთაც ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორიისთვის ასეთი უნიკალური ძეგლის სახელმწიფო მუზეუმში დაბინავება და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა" - წერს ბაქრაძე პოსტში.

შაბათამდე, 9 ივლისამდე ყველას შეუძლია მუზეუმში მხატვრობისა და ლიტერატურის დამაკავშირებელი ეს უიშვიათესი ნიმუში იხილოს. "მობრძანდით, ნახეთ, შეაფასეთ - ახლა თუ არ ნახავთ, შეიძლება ვერც ვერასდროს ნახოთ, თუ ვერ მოვახერხეთ შეძენა" - დასძენს მუზეუმის დირექტორი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი