ჩემოდანში დამალული აფრიკელი მამაკაცი შვეიცარიაში მოხვედრას ცდილობდა

ჩემოდანში დამალული აფრიკელი მამაკაცი შვეიცარიაში მოხვედრას ცდილობდა

ერთ-ერთი მგზავრის ჩემოდანში, რომელიც შვეიცარიაში აფრიკიდან ჩაფრინდა, მამაკაცი აღმოაჩინეს. არალეგალი ცდილობდა ევროპის ქვეყანაში თავისი მეგობრის ჩემოდნით შესულიყო. ცნობილია, რომ თანამზრახველები მილანის მატარებელში ჩასხდნენ და ბრიტანეთში ჩავიდნენ. მათმა გეგმამ თითქმის გაამართლა, მაგრამ გამგზავრებიდან 45 წუთში ჩემოდანში დამალულმა მამაკაცმა ტკივილს ვეღარ გაუძლო და ამოიკვნესა.

ჩემოდნიდან მომავალმა ხმებმა მგზავრები შეაშინა. ამასთან, აღმოჩნდა, რომ იტალიის პოლიციამ მატარებელში ორი არალეგალის შეღწევის შესახებ შეიტყო და შვეიცარიელი კოლეგები გააფრთხილა. შედეგად, ჩემოდანში მჯდარი მამაკაცი თავის მეგობართან ერთად დააკავეს, რომელიც მატარებლის ტუალეტში იმალებოდა. მიგრანტები უკან, იტალიაში დააბრუნეს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს