რომელი მილიარდერები და პოლიტიკოსები ატარებენ იაფფასიან საათებს

რომელი მილიარდერები და პოლიტიკოსები ატარებენ იაფფასიან საათებს

მაჯის საათი ერთ-ერთია იმ აქსესუარებს შორის, რომელიც საქმიანი ადამიანის აუცილებელ ატრიბუტად ითვლება. სწორედ ამიტომ, ცნობილი და მდიდარი ადამიანები ხშირად ათობით ათას დოლარს არ იშურებენ ძვირადღირებული მაჯის საათის შესაძენად. თუმცა, არიან გამონაკლისებიც, რომლებიც უპირატესობას ისეთ საათს ანიჭებენ, რომელთა ფასიც 10 დოლარიდან იწყება და მაქსიმუმ 200 დოლარს აღწევს. ასეთ გამონაკლისებს შორის ისეთი ცნობილი პოლიტიკოსები და მილიარდერები არიან, როგორებიც მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ბილ გეითსი და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაა.

ბილ გეითსი

2014 წელს, Politico-სთან ინტერვიუს დროს, ჟურნალისტმა ”მაიკროსოფთის” დამფუძნებელს ჰკითხა, რა ღირებულების საათი უმშვენებდა მაჯას. ”სულ რაღაც ათდოლარიანი Casio”, - უპასუხა ბილ გეითსმა. მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანს, რომლის ქონებაც ”ფორბსის” ბოლო მონაცემებით, 79,2 მილიარდი დოლარია, მართლაც ხშირად ხედავენ ”კასიოს” ფირმის 10-20 დოლარის ღირებულების მაჯის საათით. ”კასიოს” საათი ბავშვობაში პრინც ჰარის საყვარელი ბრენდი იყო, თუმცა უელსის პრინცი ახლა ”როლექსის” ძვირადღირებულ საათს ამჯობინებს.

ლი კა-შინი

აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომლის ქონებაც 33,3 მილიარდი დოლარია, თითქმის არასდროს იშორებს მაჯიდან ”სეიკოს” ფირმის 50-დოლარიან საათს. მართალია, ლი კა-შინს საკუთარი იახტა და თვითმფრინავი ჰყავს, თუმცა აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანი ძალიან ცოტა ფულს ხარჯავს ტანსაცმელში და ნაკლებად ცნობილი ბრენდებით იმოსება.

ლოიდ ბლანკფეინი

Goldmad Sachs-ის აღმასრულებელი დირექტორი, ”ფორბსის” 2014 წლის ”მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების” რეიტინგში მოხვედრილი ლოიდ ბლანკფეინი ”სვოჩის” მაჯის საათების მოყვარულია. როგორც თავად ამბობს, მის კოლექციაში ”სვოჩის” უამრავი საათია, რომელთა ღირებულება 100 დოლარს არ აღემატება...განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა