25 წლის მამაკაცმა თბილისში ნაქირავები ბინა გაძარცვა და ტექნიკა ლომბარდში ჩააბარა

25 წლის მამაკაცმა თბილისში ნაქირავები ბინა გაძარცვა და ტექნიკა ლომბარდში ჩააბარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვისი ნივთის მითვისებისთვის ძებნილი, 1991 წელს დაბადებული ბონდო კ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, პეკინის გამზირზე ბინა იქირავა, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები: მაცივარი, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, შემდეგ ლომბარდში ჩააბარა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბონდო კ.-ზე ძებნა გამოაცხადეს. პოლიციამ ძებნილი სენაკში დააკავა. ნაქირავები ბინიდან წაღებული სამივე ნივთი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ