შტუტგარტის ერთ-ერთ ოფისში მამაკაცმა სავარაუდოდ ორი მძევალი აიყვანა

შტუტგარტის ერთ-ერთ ოფისში მამაკაცმა სავარაუდოდ ორი მძევალი აიყვანა

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში უცნობი შეიარაღებული მამაკაცი ერთ-ერთი იურიდიული ფირმის ოფისში შეიჭრა. გამოცემა "შპიგელი" ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დამნაშავეს, სავარაუდოდ, ორი მძევალი ჰყავს აყვანილი.

ოფისი შტუტგარტის პრესტიჟულ რაიონში მდებარეობს. ის პოლიციის მიერ არის გარშემორტყმული. ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებენენ, ისმოდა თუ არა სროლების ხმა ოფისიდან. პოლიციას ახლომდებარე ქუჩები და მეტროს სადგური გადაკეტილი აქვს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა