რა თანხას შესთავაზებენ სასამართლოს "ცენტრ პოინტის" საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები

რა თანხას შესთავაზებენ სასამართლოს "ცენტრ პოინტის" საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები

"ბათუმის მაგნოლიის" საქმეზე დაკავებულთა ადვოკატები სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების ალტერნატიულ სახეს შესთავაზებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ცენტრ პოინტ აჭარის" დირექტორის, ირაკლი მინდელისა და გაყიდვების მენეჯერის, სალომე ჩარკვიანის ადვოკატებმა განუცხადეს.

როგორც სალომე ჩარკვიანის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ აღნიშნა, ის სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართავს, თუმცა ალტერნატივის სახით გირაოსაც შესთავაზებს. რა თანხა იქნება შეთავაზებული სასამართლოსთვის, ადვოკატი არ აკონკრეტებს.

რაც შეეხება "ცენტრ პოინტ აჭარის" დირექტორს, ირაკლი მინდელს, როგორც "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა თეიმურაზ ჯღამაძემ განუცხადა, სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაახლოებით 20-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს.

პროკურატურა "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს, "ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, გუკა რჩეულიშვილს, "ცენტრ პოინტ აჭარის" დირექტორს, ირაკლი მინდელს და გაყიდვების მენეჯერს, სალომე ჩარკვიანს ბრალი გუშინ წაუყენა. საგამოძიებო ორგანო მათ ბათუმში "ცენტრ პონტის" მიერ დაგეგმილი "თეთრი მაგნოლიას" მშენებლობის პროცესში, მენაშენეთა კუთვნილი, 20 მილიონ ლარზე მეტის გაფლაგვას ედავება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ