ლეონიდ ჩერნოვეცკი მისი ვაჟის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ლეონიდ ჩერნოვეცკი მისი ვაჟის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ლეონიდ ჩერნოვეცკი მისი შვილის დაკავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება და მომხდარს კატეგორიულად უარყოფს. ჩერნოვეცკი აცხადებს, რომ ინფორმაცია მცდარია და მედიისთვის გადაცემული ცრუ ბრალდების გამო მისი ოჯახი ესპანელ სამართალდამცველებს სასამართლოში უჩივლებს.

"დღეს დილით საინფორმაციო საშუალებებიდან შევიტყვე, რომ ჩემი ვაჟი, ესპანეთში, ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ეს არის საშინელი ამბავი, რომელიც ესპანელმა ჟურნალისტებმა გააზვიადეს! მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი ვაჟი არასდროს ყოფილა ისეთი საქმით დაკავებული, რომელიც დანაშაულთან არის დაკავშირებული. მას ეს არ სჭირდება, რადგან მას ანგარიშზე, უკრაინაში ბანკის გაყიდვის შედეგად, პატიოსანი გზით მიღებული თანხები საკმარისად აქვს! ის პატიოსანი ადამიანია და მისაბაძად კანონმორჩილი. ჩემი ვაჟი არ არის დაკავებული. ეს ტყუილია, ის ბარსელონაში, თავის სახლშია, სადაც ამ მომენტისთვის პოლიციის შეკითხვებს პასუხობს იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც რაღაც კავშირშია ამ ვითარებასთან. სტეპანის დაკავება რომ სურდეთ, ის დიდი ხანია დაკავებული იქნებოდა. ესპანეთში ადამიანის დაკავება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს", - აცხადებს ჩერნოვეცკი.

ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ დღეს საღამოს პოლიცია მის ვაჟს ბოდიშს მოუხდის.

"ვინაიდან მათ ეს ამბავი პრესაში ოფიციალურად განაცხადეს, ჩემი ოჯახი ამას უპასუხოდ არ დატოვებს. ჩვენ ბარსელონის პოლიციას ჩემი ვაჟის შესახებ ცრუ ბრალდების გამო სერიოზულ სარჩელს წარვუდგენთ და მილიონობით დოლარს, რომელსაც ესპანეთის პოლიცია ჩემს შვილს კომპენსაციის სახით გადაუხდის (ესპანეთში მსგავს საკითხებს სასამართლო ადვილად წყვეტს), ის საქართველოში საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯავს.

მე მშვიდად ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბარსელონაში გავფრინდებოდი და ჩემი ვაჟის გვერდით ვიქნებოდი, რადგან იგი ძალიან მიყვარს და როგორც შვილს და ბიზნესმენს დიდ პატივს ვცემ! მას კარგი სახელი აქვს და მე მასში დარწმუნებული ვარ!

ხვალ მე კიდევ ვაპირებ ამ საკითხზე განცხადების გაკეთებას ან შესაძლოა ჩემმა ვაჟმა პირადად გააკეთოს განცხადება!", - აცხადებს ჩერნოვეცკი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი