"გაოცებული ვარ ამ ყველაფრით..." - რუსუდან კერვალიშვილის პირველი კომენტარი დის დაკავების შემდეგ

"გაოცებული ვარ ამ ყველაფრით..." - რუსუდან კერვალიშვილის პირველი კომენტარი დის დაკავების შემდეგ

"ცენტრ-პოინტის" დამფუძვნებლის მაია რჩეულიშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით აკეთებს მისი და რუსუდან კერვალიშვილი პირველ კომენტარს. როგორც Ambebi.ge-სთან საუბრისას კერვალიშვილმა განაცხადა, მომხდარით გაოცებულია.

"გაოცებული ვარ ამ ყველაფრით, რადგან ეს განხორციელდა იმ შანტაჟით, რომლითაც სალომე ჩარკვიანის დაკავება მოხდა. კომპანიას ჰყავდა 11 ათასი დასაქმებული ადამიანი და მათ შორის იყო სალომე. ის არის სრულიად უდანაშაულო. რაც შეეხება ჩემს დას, ჩემი და კატორღულ მუშაობას ეწეოდა, მიუხედავად იმისა, რომ კვირაში ერთხელ სასამართლოში ვცხადდებოდით. ჩვენ სამი წელიწადია არ გვაქვს პირადობა და ვიმყოფებით იმ რეჟიმში, რასაც ე.წ. შინა პატიმრობა ჰქვია. ამის მიუხედავად, მაიას ერთი წამით არ დაუხევია უკან იმის შესასრულებლად, რასაც თავის მოვალეობად თვლიდა. უფრო მეტსაც გეტყვით, როდესაც სასამართლოზე მიდიოდა, მან თანამშრომლებს უთხრა, რომ გააგრძელონ მუშაობა, რათა ადამიანები დაკმაყოფილდნენ. შევდივარ იმათ მდგომარეობაში, ვინც ეს ყველაფერი განახორციელა, რადგან ეს ბიზნესს სარგებელს არ მოუტანს. ამის მიუხედავად, მაიას განწყობიდან გამომდინარე, საქმე არ შეწყდება. ვწუხვარ ამ ყველაფრის გამო, რადგან მეც და მაიასაც გვინდა, რომ ჩვენი სახელმწიფო იყოს შემდგარი სახელმწიფო", - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

ცნობისთვის, "ცენტრ-პოინტის" საქმეზე ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ბრალდებულებს მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე სალომე ჩარკვიანს და ირაკლი მინდელს მოსამართლე რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით პატიმრობა შეეფარდაათ. მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან აიყვანეს გუკა რჩეულიშვილიც, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა.

ასევე ნახეთ: "საღოლ დედაჩემი რომ დაიჭირეთ... ეხლა მე ჩავბარდები" - გუკა რჩეულიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

როგორ შეხვდნენ მაია რჩეულიშვილის დაპატიმრებას "ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულები - კადრები სასამართლოდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ