რა ვიცით დაზუსტებით და რა რჩება უცნობი თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

რა ვიცით დაზუსტებით და რა რჩება უცნობი თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

რამდენიმე საათის წინ თურქეთში ამბოხებულები სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცადნენ. გაგაცნობთ ფაქტებს, რომელიც ამ დროისათვის არის ცნობილი და იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელზე პასუხები ჯერ უცნობია.

რა ვიცით

თურქეთის დროით დილის ოთხის ნახევარზე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია ანკარასა და სტამბოლში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებზე.

ანკარაში ტანკები ქუჩებში გამოიყვანეს, თვითმფრინავები ქალაქის თავზე დაფრინავდნენ, სამხედრო ავტომობილებმა არმიის შტაბბინა ალყაში მოაქცია.

სტამბოლის ორი მთავარი ხიდი - ბოსფორის და ფატი სულთანი მეჰმეტის, ჯარისკაცებმა დაკეტეს. ტანკები განალაგდნენ სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში.

დილის 4 საათისთვის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

ილდირიმმა საჯარო ფიცი დადო, რომ ამ გადატრიალებას არ დაუშვებდა.

ხუთის ნახევრისთვის თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჯარისკაცებს სახელმწიფოზე კონტროლი ქონდათ დამყარებული.

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს ქმედებები თურქული დემოკრატიის დასაცავად ტარდებოდა.

ქვეყნის ავტორიტარი ლიდერი ერდოღანი ანკარასა და სტამბოლისგან მოშორებით დასასვენებლად იმყოფებოდა, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება დაიწყო.

ექვსის ნახევრისთვის ერდოღანმა ერს სკაიპით მიმართა, ის სახელმწიფო გადატრიალებას აბრალებდა ”სამხედროთა მცირე ჯგუფს”.

ერდოღანმა მოქალაქეებს მოუწოდა ქუჩებში გამოსულიყვნენ და გაეპროტესტებინათ აეროპორტების და საჯარო სივრცეების ოკუპირება.

ანკარაში დემონსტრანტები ერდოღანის მოწოდებას აყვნენ და ქუჩებში სახელმწიფოს მხარდასაჭერად გამოვიდნენ.

თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა დაგმო გადატრიალების მცდელობა და განაცხადა, რომ გადატრიალების ხელმძღვანელებს ვიწრო პოლიტიკური მხარდაჭერა გააჩნდათ.

ანკარაში პარლამენტი აფეთქდა. გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ამ დროისათვის 90 ადამიანია დაღუპული.

გაჩაღდა სროლები სტამბოლში.

დაახლოებით რვა საათისთვის თურქეთის დაზვერვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამბოხება ჩაახშვეს.

ერდოღანი სტამბოლში დაბრუნდა.

რა არ ვიცით

ვინ ლიდერობდა გადატრიალების მცდელობას.

რამდენკაციანი სამხედრო მხარდაჭერა ჰქონდათ ამბოხებულებს.

რომელი ფრაქცია ფლობს კონტროლს თურქულ ინსტიტუტებზე.

ვის მიმართ გაიხსნა ცეცხლი - დემონსტრანტების წინააღმდეგ, თუ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის.

რატომ დაიწყო სახელმწიფო გადატრიალება.

მომზადებულია vox.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა