"ქართული გენისა" და "გორდას" წევრები სტამბოლიდან საქართველოსკენ გამოემგზავრნენ

"ქართული გენისა" და "გორდას" წევრები სტამბოლიდან საქართველოსკენ გამოემგზავრნენ

ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლების "ქართული გენისა" და "გორდას" წევრები სტამბოლიდან საქართველოსკენ უკვე გამოემგზავრნენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქალაქ სტამბოლში გენერალური საკონსულოს ვიცე-კონსულმა ვალერიან ბოდაველმა განუცხადა.

მისივე თქმით, ანსამბლების წევრებს სტამბოლში, დაახლოებით 11:00 საათისთვის შეხვდა და მათ მიერ მოთხოვილი საჭირო საგნები გადასცა, ასევე საჭმელი, წყალი და მედიკამენტები.

ვალერიან ბოდაველის თქმით, ჯგუფის წევრებს სასტუმროში დარჩენა არ მოუთხოვიათ და შეხვედრის შემდეგ საქართველოსკენ გამოემართნენ.

ვიცე-კონსულის განცხადებით, ერთ მოზარდს დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, ერთს კი ნაკაწრები ქონდა ფეხზე, რაც ბულგარეთში ცეკვის დროს მიიღო. საკონსულოს წარმომადგენელმა მათ შესთავაზა ექიმი, თუმცა უარი განაცხადეს, რადგან მოზარდს ფეხის სერიოზული ტრავმა არ ქონდა და იგი ადგილზე დაუმუშავეს.

"გუშინდელი ამბების გამო სტამბოლში ყველა გზა გადაკეტილი იყო. მათ არჩიეს გაჩერებულიყვნენ უსაფრთხო ადგილას. დილით, როცა შედარებით სიტუაცია სტაბილური გახდა, დავუკავშირდით. გადავამოწმეთ რომ გზები გახსნილი იყო და დაძრულიყვნენ. შემდეგ შევხვდი და გადავეცით მედიკამენტები, რაც მოითხოვეს, მცირეოდენი საკვები და სასმელი წყალი. უკვე გამოემგზავრნენ. დაახლოებით 14 საათი სჭირდებათ, რომ საქართველოს საზღვართან მოვიდნენ", - დასძინა ვალერიან ბოდაველმა.

თურქეთში განვითარებული მოვლენების ქრონიკა იხილეთ ტეგზე #სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი