შავ ზღვაში ამერიკულ-უკრაინული სამხედრო-საზღვაო სწავლება Sea Breeze-2016 დაიწყო. უკრაინის სამხედრო უწყების ცნობით, სწავლებაში ჩართულია 25-ზე მეტი ხომალდი და ყატარღა უკრაინიდან, აშშ-დან, თურქეთიდან და რუმინეთიდან.
სწავლება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ოდესისა და ნიკოლაევსკის ოლქებში ტარდება.
უკრაინული მედიის თანახმად, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა რომან გლადკიმ განაცხადა, რომ სწავლებაში მონაწილეობას იღებენ სამხედროები მოლდოვიდან და საქართველოდან.
Sea Breeze-2016 30 ივლისამდე გაგრძელდება.