ნაჯახით შეიარაღებული თინეიჯერი გერმანიაში მატარებლის მგზავრებს დაესხა თავს

ნაჯახით შეიარაღებული თინეიჯერი გერმანიაში მატარებლის მგზავრებს დაესხა თავს

გერმანიაში მატარებელზე თავდასხმა მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, მძიმედ დაჭრილია 4 მგზავრი. შემთხვევა სამხრეთ გერმანიაში, ქალაქ ვიურცბურგთან მოხდა. ვიურცბურგი - ჰეიდინგსფილდის და ოქსენფურტის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. ადგილზე სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომელშიც ვერტმფრენებიც იყო ჩართული.

თავდამსხმელი 17 წლის ავღანელი ლტოლვილი აღმოჩნდა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობის დროს მოკლეს. ამის შესახებ მედიას ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იოაჰიმ ჰერმანმა განუცხადა.

თავდასხმის მოტივი უცნობია. თინეიჯერი თავდამსხმელი ახლომდებარე ქალაქში მცხოვრები დევნილი იყო. მინისტრის ინფორმაციით, ახალგაზრდა გერმანიაში სავარაუდოდ, მარტო ჩავიდა. ჰერმანის თქმით, ზოგიერთმა თვითმხილველმა სამართალდამცავებს განუცხადა, რომ თავდამსხმელმა უცხო სიტყვები წამოიძახა. თვითმხილველების ნაწილმა მედიასთან ეს სიტყვები გადმოსცა, როგორც "ალაჰ აკბარ".

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა