ბათუმის ღამის კლუბში სამი მამაკაცი დაჭრეს

ბათუმის ღამის კლუბში სამი მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, სავარაუდოდ, ღამის კლუბში, სამი მამაკაცი დაჭრეს. პირველადი ინფორმაციით, მამაკაცები გადატეხილი ბოთლით არიან დაჭრილები.

როგორც AMBEBI.GE-ს ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, მათ ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიიდან 04:30 საათზე მენჯ-ბარძაყის არეში დაჭრილი ერთი მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. უცნობია ორი დაჭრილი მამაკაცის ადგილმდებარეობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში სამი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც განზრახ მძიმე დაზიანებებს გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ