სიცრუის თეორია: როგორ ამოვიცნოთ მატყუარა

სიცრუის თეორია: როგორ ამოვიცნოთ მატყუარა

იმის დადგენა, ცრუობს თუ არა ადამიანი, მხოლოდ 54% შემთხვევებში შეგვიძლია, - აღნიშნავს ქცევითი მეცნიერების ინგლისელი სპეციალისტი გორდონ რაითი.

მისი თქმით, სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად ცრუობს. გარდა ამისა, ჩვენ აპრიორი მივიჩნევთ, რომ ჩვენი თანამოსაუბრე სიმართლეს ამბობს.

"თუკი ჩვენ არ დავიჯერებთ, რომ ადამიანები აპრიორი სიმართლეს ამბობენ, კომუნიკაციის მთელი პროცესი უბრალოდ ჩაიშლება", - ამბობს რაითი.

"ადამიანების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ მატყუარები ცდილობენ თვალი აარიდონ თანამოსაუბრეს ან მათ გაურბით თვალები, თუმცა, ამას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია", - აცხადებს ბერკლის კალიფორნიული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ლიანა ტენ ბრინკე.

სინამდვილეში ყველაფერი საპირისპიროდ ხდება - მატყუარები თანამოსაუბრეებს პირდაპირ თვალებში უყურებენ, რამეთუ იციან, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შესაძლოა არ დაუჯერონ.

გაცილებით მეტს ამბობს სახის გამომეტყველება.

როდესაც ადამიანები ცრუობენ, ისინი ცდილობენ კონტექსტის შესაბამისი ემოციების იმიტირებას, მაგრამ ყალბ ემოციებზე სახის კუნთები არ რეაგირებენ. ამის კარგი მაგალითია ღიმილი. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს