კობა გვენეტაძე - ერთბაშად იფეთქებს და ვალუტის მასშტაბურ გაუფასურებას მივიღებთ

კობა გვენეტაძე - ერთბაშად იფეთქებს და ვალუტის მასშტაბურ გაუფასურებას მივიღებთ

ერთხელ დავიცავთ კურსს, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ ამით პრობლემა ვერ გადაწყდება, ერთბაშად იფეთქებს და ვალუტის უფრო მასშტაბურ გაუფასურებასა და ზიანს მივიღებთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

როგორც გვენეტაძემ ლარის კურსის გაუფასურების კომენტირებისას განაცხადა, ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობაა.

"ხშირად არის პრეტენზია, როდესაც კურსის მერყეობა ხდება, ეროვნული ბანკი კომენტარს რატომ არ აკეთებსო. ვფიქრობ, ეს არასწორი მიდგომაა, ზოგჯერ უბრალოდ შეუძლებელია ისაუბრო, თუ რატომ მოხდა გაუფასურება, ამ ყველაფერზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. ეროვნულ ბანკს შეუძლია, ტექნიკურად დიდი ინტერვენცია განახორციელოს და ჩაახშოს ის მოვლენა, რომელიც გაუფასურებაზე მოქმედებს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ნეგატიური ფაქტორების უფრო მეტად დაგროვება ხდება. ერთხელ დავიცავთ კურსს, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ ამით პრობლემა ვერ გადაწყდება, ერთბაშად იფეთქებს და ვალუტის უფრო მასშტაბურ გაუფასურებასა და ზიანს მივიღებთ. ეროვნული ბანკი კურსის მოკლევადიანი მერყეობის დაბალანსებაში არ ერევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კურსის გადამეტებული მერყეობა რაიმე ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებით არ არის გამოწვეული", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ როცა ლარი მყარდებოდა, ამბობდნენ, რომ ეროვნული ბანკი არ უნდა ჩარეულიყო და დოლარი არ უნდა შეესყიდა.

"რეალურად გამყარება დაიწყო უფრო დიდი სიჩქარით, ვიდრე ამის მყარი საფუძველი არსებობდა, ამიტომ გახდა საჭირო ჩარევა. ახლა ამბობენ, რომ როდესაც გაუფასურება დაიწყო, უცხოური ვალუტა მაშინვე უნდა გვეყიდა. ამის პროპორციული აღქმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასეთი მიდგომა გრძელვადიან პერიოდში ლარის სტაბილურობას ხელს ვერ შეუწყობს", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინრტერვიუში.

მისივე თქმით, უნდა შევეჩვიოთ ვალუტის კურსის ორმხრივ მოძრაობას, რადგან კურსის ხელოვნური გაჩერება უფრო მეტ ეკონომიკურ პრობლემას შეგვიქმნის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი