ახალ ზელანდიაში ყველა მტაცებელ ცხოველს გაანადგურებენ

ახალ ზელანდიაში ყველა მტაცებელ ცხოველს გაანადგურებენ

ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყველა მტაცებელი ცხოველი განადგურდება. ამასთან ერთად, 2050 წლისთვის ქვეყანაში აღარ უნდა არსებობდეს ოპოსუმი, დედოფალა და სხვა მტაცებლები. ამინისტია მხოლოდ შინაურ ცხოველებს შეეხება.

ნადირობა

რადიკალური პროგრამა განადგურებაზე გათვლილია 34 წელზე. ჩინოვნიკების აზრით, სწორედ ეს დრო დასჭირდება სახელმწიფოში ყველა იმ ცხოველის განადგურებას, რომლებიც ადგილობრივ ფაუნას ემუქრება.

პირველ რიგში, მტაცებლების გამო, ზარალდება კივი - უნიკალური უფრთო ფრინველი, რომელიც მხოლოდ ახალ ზელანდიაში ბინადრობს. ხელისუფლების მონაცემებით, ყოველ კვირას 20 კივი კვდება, ამჟამად მათი რაოდენობა 70 000-ზე მცირეა.

მტაცებლების გამო, სხვა ფრინველებიც ზიანდებიან: ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ ყოველწლიური დანაკარგი 25 მილიონ ფრინველს შეადგენს.

ფრინველი კივი

ხელისუფლების გეგმაშია, გაანადგურონ ოპოსუმები, დედოფალები, ვირთხები და თაგვები. სპეციალისტების აზრით, ყველაზე ძნელი იქნება ქალაქში არსებული მღრღნელების განადგურება. ამასთან, ახალი ზელანდიის ტყისა და ფრინველების დაცვის სამეფო საზოგადოება ოპტიმისტურად აფასებს ქვეყანაში მავნებლებთან ბრძოლის წარმატების შანსებს. წაიკითხეთ სრულად, იხილეთ წყარო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს