მშენებელი კომპანიის სატვირთო მანქანამ ორ მოსახლეს ეზო დაუზიანა

მშენებელი კომპანიის სატვირთო მანქანამ ორ მოსახლეს ეზო დაუზიანა

ახალციხეში, რაბათში, ძველი მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მურმან გვენეტაძის ეზოს კედელი მეორე დღეა მონგრეულია. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. მის მეზობლად მშენებარე სტადიონიდან "მაზის" მარკის სატვირთო მანქანა დაგორდა და ეზოს კედელი მასთან ერთად, მის გვერდით მცხოვრებსაც დაუზიანა. მანქანა სამშენებლო ნარჩენებით იყო დატვირთული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"აქ ბავშვები სულ თამაშობენ, კიდევ კარგი იმ მომენტში არავინ იყო", - ამბობენ ადგილობრივები.

რაბათში სტადიონს შპს "მშენებელი 2004" აშენებს. როგორც მისი დირექტორი ამირან ბალახაშვილი ამბობს, მანქანა ტექნიკურად გამართული იყო: "მოულოდნელად სამუხრუჭე "ბაჩოკი" გასკდა. კიდევ კარგი არავინ დაშავდა, მძღოლიც გადაგვირჩა".

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა