თამაზ მეჭიაური რუსეთსა და აშშ-ზე - "ისიც ოკუპანტია და ისიც"

 თამაზ მეჭიაური რუსეთსა და აშშ-ზე - "ისიც ოკუპანტია და ისიც"

"აგვისტოს ომში დაღუპული ახალგაზრდების სისხლი დიდწილად მიხეილ სააკაშვილზეა" - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის სასაფლაოზე განუცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი.

როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, დაპირისპირება რუსეთსა და საქართველოს შორის დიდი ხანია დაწყებულია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

რაც შეეხება უშუალოდ აგვისტოს მოვლენებს, მეჭიაურის განცხადებით, არსებობს ტალიავინის კომისიის დასკვნა, რომ "ამ დაპირისპირებებს, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის აგრესიული რიტორიკა უძღოდა წინ".

"კარგად გვახსოვს, როგორ ამბობდა მიხეილ სააკაშვილი, რომ სრულად აკონტროლებდა ცხინვალიდან დაწყებული ყველა დასახლებულ პუნქტს და რამდენიმე ხანში უკვე მთლიანად ცხინვალის რეგიონს გაათავისუფლებდა. ეს რიტორიკა ყველას გვახსოვს. კი ბატონო, რუსეთი აგრესორია და გამოიყენა მშვენივრად ეს სიტუაცია, თუმცა ნუ დაგვავიწყდება ის, რომ დიდწილად ამ ახალგაზრდების სისხლი მიხეილ სააკაშვილის კისერზეა.

რუსეთი, რა თქმა უნდა, არის ოკუპანტი, რუსეთი იქნება თუ აშშ, ოკუპანტი რომ იქნება, გიკვირთ ვინმეს? ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ოკუპანტი? ისიც ოკუპანტია და ისიც. ორივეს აქვს თავისი ინტერესები და ჩვენ უნდა გვეყოს ტვინი, რომ სხვისი ზრახვების განხორციელების საშუალებად არ გადავიქცეთ", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები