აშშ-ში სამუდამო პატიმრობამისჯილი ქართველი არქიტექტორი საქართველოში დაბრუნდა

 აშშ-ში სამუდამო პატიმრობამისჯილი ქართველი არქიტექტორი საქართველოში დაბრუნდა

ქართველი არქიტექტორი კოკა (ნიკოლოზ) გეგეჭკორი, რომელიც უკვე 21 წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, აპრილში ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.

როგორც მისი მეგობარი, ხელოვანი ლია ბაგრატიონი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, გეგეჭკორი თბილისის აეროპორტში დღეს დილით, გამთენისისას ჩამოფრინდა.

შეგახსენებთ, კოკა გეგეჭკორი ნიუ-იორკის ცნობილ ციხეში, სინგ-სინგში 1994 წლიდან პატიმრობაში იყო იმ დანაშაულისთვის, რომელიც როგორც ამბობენ, მას არ ჩაუდენია. ამბობენ, რომ სასჯელს სხვის გამო იხდიდა. როდესაც ახლობლებს უკითხავთ, რატომ? უპასუხა, რომ

სიყვარულის გამო. ცნობილია, რომ ქართველმა არქიტექტორმა პატიმრობის პერიოდში ფრანგ ქალზე იქორწინა. ფრანგმა მეუღლემ გეგეჭკორს არა მხოლოდ მორალური, არამედ, მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება გაუწია.

წლების განმავლობაში გეგეჭკორის გათავისუფლებისა და საქართველოში დაბრუნების თხოვნით უამრავი ხელმოწერა შეგროვდა, თუმცა უშედეგოდ. 21-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 60 წლის არქიტექტორი ახლა უკვე თავისუფალია.

არქიტექტორ გეგეჭკორის ისტორიასთან დაკავშირებით რეჟისორმა დავით კანდელაკმა დოკუმენტური ფილმი "ამერიკა ერთ ოთახში" გადაიღო. ფილმის პრემიერა 2007 წლის დეკემბერში თბილისის მერვე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

ასევე წაიკითხეთ: "თავგადასავლებით სავსე ცხოვრება გაიარა ამ კაცმა..." - ქართველი არქიტექტორის ისტორია, რომელიც აშშ-ში პატიმრობის შემდეგ, გაათავისუფლეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს