ბექა ღვინიაშვილი მეოთხედფინალშია

ბექა ღვინიაშვილი მეოთხედფინალშია

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე, ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი (100) მეოთხედფინალში გადავიდა.

ღვინიაშვილი ბელგიის წარმომადგენელ ტომა ნიკიფოროვს შეხვდა და დამაჯერებლად მოუგო. ღვინიაშვილმა მეტოქეს ჯერ იუკო აუღო, შემდე ვაზარი და ბოლოს იპონზეც დააგდო.

ქართველი სპორტსმენის მეტოქე მეოთხედფინალში ფრანგი კირილე მარეტი იქნება.

20 წლის ბექა ღვინიაშვილისთვის ეს ოლიმპიადა სადებიუტოა. ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში ისვენებდა. მეორე წრეში ის ბრიტანელ ბენჯამენ ფლეტჩერს შეხვდა და სუფთად გაიმარჯვა. ბექამ მეტოქე ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი შებოჭა.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი