ბექა ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ბექა ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

11 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე, ძიუდოისტთა ტურნირში წარმატებით ჩაება ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი (100), რომელიც მეოთხედფინალში დამარცხდა.

ქართველი სპორტსმენი მეოთხედფინალში ფრანგ სირილე მარეტის შეხვდა და ვაზარით დამარცხდა. ღვინიაშვილი ამ წაგების შემდეგ რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი ექნება. რეპეშაჟში იაპონელ რაინოსუკე ჰაგას შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ღვინიაშვილი ბელგიის წარმომადგენელ ტომა ნიკიფოროვს შეხვდა და დამაჯერებლად მოუგო. ღვინიაშვილმა მეტოქეს ჯერ იუკო აუღო შემდე ვაზარი და ბოლო იპონზეც დააგდო.

აქამდე კი 20 წლის ღვინიაშვილი, რომლისთვისაც ეს ოლიმპიადა სადებიუტოა, პირველ წრეში ისვენებდა. მეორე წრეში ის ბრიტანელ ბენჯამენ ფლეტჩერს შეხვდა და სუფთად გაიმარჯვა. ბექამ მეტოქე ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი შებოჭა.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი