ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის თავმჯდომარისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი საავადმყოფოში მიმდინარეობს

ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის თავმჯდომარისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი საავადმყოფოში მიმდინარეობს

ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომა ზურაბ თაბუკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფოში იმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა განუცხადა, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს, გირაოს დაახლოებით 25 ათას ლარს შესთავაზებს. აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების არგუმენტად კი ადვოკატი ზურაბ თაბუკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად, საქმეში მტკიცებულებების არ არსებობას ასახელებს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამხანაგობა "თაბუკაშვილი-88"-ის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილი 10 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. საგამოძიებო უწყება თაბუკაშვილს სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით უძრავი ქონების მითვისებასა და სხვისი კუთვნილი, დიდი ოდენობით ღირებული ქონებრივი უფლების გაფლანგვას ედავება. საქმეში ასევე ფიგურირებს "ცენტრ პოინტ ჯგუფიც".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ