პროკურატურაში ლალი მოროშკინას დაკითხვა მიმდინარეობს

პროკურატურაში ლალი მოროშკინას დაკითხვა მიმდინარეობს

პროკურატურაში პოლიტიკური მოძრაობა "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრ ლალი მოროშკინას დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, მოროშკინას ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებასთან დაკავშირებით კითხავენ. კერძოდ, ვანო მერაბიშვილის მიერ ორი წლის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ მაშინდელი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დავალებით ის საკნიდან გაიყვანეს.

როგორც ლალი მოროშკინამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია და ასეთი მანიპულაციის ჩატარება არავის სჭირდებოდა. "ახლაც მგონია, რომ ეს ვარაუდია, არავის სჭირდებოდა ასეთი მანიპულაციის ჩატარება, გამოყვანა. ადამიანის დაკითხვა საკანშიც შეიძლება და მგონია, რომ ეს უფრო "ნაციონალური მოძრაობის" ფანტაზიის უნარია. ჩემთან კითხვები ამასთან დაკავშირებით ვერ იქნება", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

მისივე თქმით, ის 2014 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იყო და იმ პერიოდში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებას მიმართა.

"2014 წელს მე ვიყავი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი და იყო რიგი დარღვევები, რასთან დაკავშირებითაც მე პროტესტიც გამოვთქვი, სხვადასხვა უწყებას მივმართე, რომ მე ვიყავი მრჩეველი და ცხადია, ჩემს კომპეტენციაში შედიოდა როგორც რჩევის მიცემა, ასევე იმ უკანონობის ალაგმვა, რაც იმ პერიოდში დეპარტამენტში ხდებოდა. მაშინ პირველი რაზეც მე გავამახვილე ყურადღება, ეს იყო ზონდერების დანიშვნა მაღალ თანამდებობებზე, ეს იყო იდენტიფიცირებული ზონდერების ჯგუფი, რომლებიც მოვიდნენ დეპარტამენტის სათავეში", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს - რა ბედი ელის ე.წ. მატროსოვის ციხეს

როგორ ვმართოთ სტრესი თვითიზოლაციის დროს და დავიცვათ თავი ძალადობისგან - ფსიქიატრის რეკომენდაციები

შსს-ს სახელით მოქალაქეებს მესიჯები მიუვიდათ - რა განცხადებას ავრცელებს სამინისტრო